x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოდელებმა რომელთა სიმაღლე 140 სანტიმეტრამდე იყო, დაიპყრეს პოდიუმი პარიზში გამართულ მოდის ჩვენებაზე

image პარიზში გამართული მოდის კვირეულის ფარგლებში დაბალი სიმაღლის მოდელმა ქალებმა წარმოადგინეს დიზაინერ მარიამ შალეკის საქორწილო კაბების კოლექცია.
საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა ყოველწლიური მოდის ჩვენება "Dwarf Fashion Show". ღონისძიების ფარგლებში პოდიუმზე გამოვიდნენ 140 სანტიმეტრამდე სიმაღლის მოდელები საკოლექციო კაბების ჩვენებით.
იდეა, შეექმნა კოლექცია დაბალი სიმაღლის მოდელებისათვის გაუჩნდა დიზაინერ მარიამ შალეკს, როდესაც ერთერთი სავაჭრო ცენტრის მონახულებისას დაინახა პატარა ტანის ქალბატონი, რომელიც ბავშვთა ტანსაცმლის სექციაში ყიდულობდა ტანსაცმელს.
ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად პატარა ტანის მოდელებს სპეციალურად შეუკერეს საქორწილო კაბები, ხოლო მოდელების მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე იზრუნა ღონისძიებაში მონაწილე საუკეთესო ვიზაჟისტებმა.
პოდიუმზე პატარა ტანის მოდელებს, რომლებიც საქორწილო კაბებით წარდგნენ მაყურებლების წინაშე ოვაციებით შეხვდნენ, ხოლო კულისებში მათზე "ნადირობდნენ" ფოტოგრაფები, თითოეული ფოტოგრაფი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი მოდელი დაეფიქსირებინა მის კამერას.
ჩვენებით აღფრთოვანებული დარჩა არა მხოლოდ მაყურებელი არამედ მოდელებიც, ერთერთი მათგანის თქმით–მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთ ღონისძიებაში მიიღებდნენ კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობას.
მარიამ შალეკი თავის გუნდთან ერთად აპირებს სამომავლოდ შექმნას კოლექციები, რომელიც არ შეზღუდავს მოდელებს ფიზიკური ნაკლის გამო და აპირებს დაანგრიოს სტერეოტიპები განსაზღვრულ პარამეტრებზე სამოდელო ბიზნესში.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











1
94
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
2017, 28 სექტემბერი, 20:58
0 1 1