x
image
მადამ ფისუნია
„უკანასკნელი ფურცელი“ - როგორ მოკლა ომმა ბავშვობა
image

ამა წლის 25 სექტემბერს საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში, სლოვაკეთის საელჩოს თანადგომით, გაიმართა მეტად საინტერესო გამოფენა სახელწოდებით „უკანასკნელი ფურცელი“. სადაც გამოფენილი იყო იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას მიერ გადაღებული ფოტოსურათები მეტად საინტერესო თემატიკაზე.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამყაროს უდიდესი შავი ლაქა დაუტოვა მეორე მსოფლიო ომმა და ებრაელების მასშტაბურმა გენოციდმა. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჰიტლერს ებრძოდა განურჩევლად სქესისა და ასაკისა ყველა ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკში მიჰყავდათ. შემდგომში ამ ტრაგედიას არაერთმა ხელოვანმა მიუძღვნა საკუთარი შემოქმედების ნაყოფი, ეს იყო ფილმები, მხატვრობა, წიგნები, ფოტოსურათები და ა.შ.

ახლა სწორედ ფოტოგრაფიაზე ვისაუბრებთ, რომელიც თითქოს დროს ყინავს და გვაბრუნებს წარსულში. სურათები, რომლებიც გამოფენაზე იყო წარდგენილი გადაღებულია აღმოსავლეთ სლოვაკეთის ერთ-ერთ მიტოვებულ სკოლაში, საიდანაც ბავშვებს თავი პირდაპირ საკონცენტრაციო ბანაკებში უკრეს. ფოტოგრაფი იური დოიჩი და დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფი იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ. ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სურათებზე ნათლად ჩანს რომ ოდესღაც ამ სკოლაში სიცოცხლე ჩქეფდა, აქ კვლავაც ვხვდებით მერხებსა და თაროებზე დატოვებულ მოსწავლეთა სახელმძღვანელოებს, შესწორებულ საშინაო დავალებებსა თუ ნიშნების ფურცელს... დამტვერილ, დაფერფლილ და დიდი ხნის წინ მიტოვებული საკლასო ოთახის კარადაში შაქარიც კი გვხვდება. საოცრად მეტყველია დოიჩის მიერ შექმნილი თითოეული ფოტოსურათი, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ომისა და გენოციდის ტრაგედიას, და იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თემატიკა არაერთგზის აღუწერიათ სხვა შემოქმედებს, ნამუშევრები მაინც დამთრგუნველად მოქმედებს დამთვალიერებელზე. ფოტოგამოფენა თითქოს სრულიად სხვა კუთხიდან გვანახებს აღნიშნულ ტრაგედიას. დაცლილი საკლასო ოთახები არ ნიშნავს მხოლოდ დაცლილ საკლასო ოთახებს, ეს ადამიანების გრძნობებისაგან დაცლის მკაფიო მეტაფორაა, რომელიც მოუწოდებს დამთვალიერებელს საკუთარი ემოციების კონტროლისა და მართვისკენ. ადამიანები უნდა ჰგავდნენ ადამიანებს, რომ მათ არ უნდა სძულდეთ ერთმანეთი და იზრუნონ სამყაროს კეთილდღეობისათვის.


image

ფოტოგამოფენა გვიჩვენებს, რომ შენობა, რომელიც ოდესღაც ბავშვების „განათლების სახლი“ იყო ახლა რქოსანმა „გაუნათლებელმა“, ინსტიქტებით მოქმედმა პირუტყვმა დაიკავა, რაცმეტაფორულად რომ განვიხილოთ ომის დროს „გამარჯვებულ დიქტატორებს“ აღნიშნავს.

imageგულისამაჩუყებელია შენობის სხვა სურათებიც, რომლებიც ნათლად გამოხატავენ მის სილამაზეს წარსულ დროში. შენობას აქვს გოთიკური სტილისათვის დამახასიათებელი ფერადი ვიტრაჟები და კედლის სიმბოლური მოხატულობა.

image


ფოტოგამოფენაზე წარდგენილი დამწვარი წიგნებისა და რვეულების სურათები, სიმბოლოა -ცოდნისა და განათლების ხელყოფისა და განადგურების. გამოფენას თან ახლავს სიმძიმე, ტრაგიზმი და სევდა რომელიც მეორე მსოფლიო ომს თან დაერთო უზარმაზარი შავი ლაქის სახით, რომლის ჩამორეცხვა ნახევარ საუკუნეზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც ვერ შეძლო მსოფლიომ და მის გახსენებას დღესაც ისეთივე სევდა ახლავს თან როგორც მაშინ...

image

საინტერესოა, რომ აღნიშნული ფოტოგამოფენა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მასშტაბური პროექტისა, რომელიც მაყურებლის წინაშე პირველად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმში წარსდგა, შემდეგ - პრაღასა და კემბრიჯში და იმთავითვე დიდი აღიარება ხვდა წილად.

გამოფენამ მოიარა აშშ, კანადა, ევროპა, 2015 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და აუშვიცის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა უკანასკნელი ფურცელი ლატვიაში, მარკ როტკოს ხელოვნების ცენტრში, იყო რუსეთშიც, მოსკოვის ებრაულ მუზეუმში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებშიც.

მიმდინარე გამოფენის რამდენიმე ნამუშევარი უკვე კონგრესის ბიბლიოთეკის მუდმივი კოლექციის ნაწილია.

imageimage

0
11
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0