x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლის კლიფორდ სიმაკის რომანი „ქალაქის“ ქართულად ითარგმნა
image

სადამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? ეს არის კითხვა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალურად დგას და მასზე პასუხის მოძებნას ვერავინ ახერხებს. საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ მასზე რომანებიც კი იქმენაბა. ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანიც „ქალაქი“. რომანში მოთხრობილია ლეგენდები, მითები, ისტორიები ძაღლებსა და ადამიანთა მიერ შექმნილ ცივილიზაციაზე.


”ქალაქი” უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. წიგნის პრეზენტაციას 29 სექტემბერს „ფაბრიკას“ ბარ Camora Basement-ში, 19:00 საათზე გაიმართება. მას მთარგმნელი და მწერალი ირაკლი ლომოური და ფოტოგრაფი ინდიგო ფლორი (ციცი ჩხეიძე) წარადგენენ. საინტერესოა წიგნის ქართული გარეკანიც, რომლის შექმნაზეც მხატვარმა მუსია ქებურიამ იმუშავა.


რპმანი ლიტერატურული სერიის „პორტალის“ ფარგლებში გამოიცა. სერია „პორტალი“, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დისტოპიური ჟანრის რომანებს აერთიანებს.



რაც შეეხება ავტორს, კლიფორდ სიმაკი თანამედროვე ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. ის სამჯერ გახდა „ჰიუგოს“ პრესტიჟული დაჯილდოების ტრიუმფატორი. მიღებული აქვს „ნებულას“ ჯილდო. 1977 წელს კლიფორდ დ. სიმაკმა ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მწერალთა საუკეთესო სამეულში დაიმკვიდრა თავი, გარდაცვალების შემდეგ კი, 1988 წელს, ბრემ სტოკერის სახელობის ჯილდო მიაკუთვნეს.


0
26
8-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0