x
image
melody_inside
მოსიყვარულე მამაკაცსაც კი ჰყავს სხვა ქალი, რომელსაც ის არასოდეს დაივიწყებს
image

ვინ არიან ეს გოგონები ან ქალები, რომლებსაც ვერ ივიწყებენ თქვენი ქმრები მაშინაც კი, თუ ოჯახი ბედნიერია- ქმარს უყვარს ცოლი და თავისი შვილები.

მოდით გავარკვიოთ, ვინ არიან ისინი.


image



1. გოგონა, რომელიც მამაკაცს პირველად შეუყვარდა


პირველი სიყვარული - ის ბოლოა....! _ ერთ-ერთ სიმღერაში ასე მღერიან. და მართლაც იშვიათია მამაკაცი, რომელმაც თავისი პირველი სიყვარული, მაშინდელი შეგრძნებები და გრძნობები დაივიწყა. და არ აქვს მნიშვნელობა ის სიყვარული ორმხრივი იყო თუ ცალმხრივი. მაგრამ, სწორედ იმ მომენტში შეხედა მამაკაცმა საკუთარ თავს სხვა მხრიდან და მოულოდნელად მიხვდა, რომ ქალს შეუძლია მისი ცხოვრების მთლიანად შეცვლა. პირველი გრძნობები - ყველაზე სუფთა, ყველაზე უმანკოა და თუნდაც ოცნებები და ილუზიები რაღაც მიზეზების გამო არ გამართლდა და არ ასრულდა, მამაკაცი მაინც არასოდეს დაივიწყებს თავის პირველ სიყვარულს. სწორედ ამ გოგონამ გაარვიძა მასში ეს ნათელი და ნაზი გრძნობა და მისი ღიმილისთვის ის მზად იყო მთები გადაედგა და მდინარეების დინებაც კი შეეცვალა.


2. ქალი, რომლის მოპოვებაც მამაკაცმა ვერ შეძლო

თუნდაც ის ყველაზე ნაკლებად უყვარდა, თუნდაც საერთოდაც არ ყვარებია, მაგრამ სურდა თუნდაც ერთხელ დაუფლებოდა ამ ქალს. მამაკაცი ამისთვის კარგადაც დაიხარჯა და გაისარჯა. მაგრამ ქალი არ დანებდა. ეს ქალი მამაკაცის თავმოყვარეობას შეეხო და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სამუდამოდ დარჩა მამაკაცის გონებაში.


image

3. ქალი, რომელიც დაკარგა


ხშირად ხდება ისე, რომ მამაკაცი აცნობიერებს თუ რა ძლიერ აფასებს და უყვარს ქალი მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის მის გვერდით აღარ არის და აღარც იქნება. ის წავიდა და ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მამაკაცი თავისი შეცდომების გააზრებას, ხვდება რომ უმნიშვნელო დროს უთმობდა, ხშირად ტკენდა გულს თავისი ურთიერთობებით და ქცევებით, ვერ შეძლო დაეფასებინა მისი ზრუნვა, სითბო და სიყვარული. ახლა კი ვერაფერს დაიბრუნებს, დაიგვიანა. ის წავიდა. და, თუ რაღაც დროის გასვლის შემდეგ მამაკაცს სხვა ქალი უყვარს, მაინც ყოველთვის ემახსოვრება ის, ვინც ნამდვილი სიყვარული ასწავლა და გული ატკინა.


ნებისმიერ ქალს სიმოვნებს იმის გააზრება, რომ მამაკაცის სულში კვალი დატოვა, რომ მას მთელი ცხოვრება გაიხსენებენ და დამეთანხმებით ალბათ, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა როგორი აზრებით და გრძნობებით გაგიხსენებთ ყოფილი მამაკაცი. მეტად მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გრძნობს თქვენს მიმართ ის მამაკაცი, ვინც თქვენ გიყვართ ამ მომენტში.



იხილეთ ასევე:


1. როგორ მოვეპყროთ ქალს. მითითებები მომხმარებლისთვის (+18)

2. "მე 27 წლის ვარ და ერთდროულად სამ მამაკაცთან ვცხოვრობ..."

3. სწორედ ასეთი ქალია სასარგებლო მამაკაცებისთვის! ნოკაუტი მეცნიერებისგან...

3
174
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
174
  
2017, 28 სექტემბერი, 14:59
რა საყვარელი ხართ.... :-)
2017, 28 სექტემბერი, 14:58
რაოოოო, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჰყავთ საოცნებო ქალებიოოო... საღამოს რომ მოვა, ,,ჩავუჯდები,, მაგ საკითხს)))))))))))
0 1 3