x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტალინი ცხოვრების, თავისუფლებისა და განათლების შესახებ

image
image
იმის შესახებ, თუ როგორ არის საჭირო ცხოვრება

image «აუცილებელია საზოგადოების კულტურული ზრდის ისეთ დონეზე აყვანა, რომ მან უზრუნველყოს საზოგადოების ყველა წევრის ყოველმხრივი განვითარება, ფიზიკურიც და გონებრივიც. საზოგადოების წევრებს ისეთი განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ საზოგადოების განვითარების აქტიური წევრები გახდნენ. მათ პროფესიის თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ და მთელი ცხოვრების მანძილზე, მიჯაჭვულები არ უნდა იყვნენ, შრომის დანაწილების არსებული პირობების შესაბამისად, რომელიმე პროფესიაზე.

რა არის ამისთვის საჭირო?

არასწორი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოების წევრების ესოდენ მნიშვნელოვანი კულტურული ზრდა, შესაძლებელი იქნებოდა, შრომის არსებული პირობების, სერიოზული ცვლილებების გარეშე. ამისთვის საჭიროა სამუშაო საათების შემცირება, უკიდურეს შემთხვევაში – 6, ხოლო შემდეგ, 5 საათამდე. ეს აუცილებელია, რომ საზოგადოების წევრებს საკმარისი თავისუფალი დრო ჰქონდეთ, ყოველმხრივი განათლების მისაღებად.

შემდგონში, ასევე საჭიროა, საცხოვრებელი პირობების საფუძვლიანად გაუმჯობესება და მუშა-მოსამსახურეებისთვის შემოსავლის გაზრდა – მინიმუმ 2-ჯერ, თუ მეტჯერ არა, როგორც ხელფასის გაზრდით, ისე მასობრივი მოხმარების საგნებზე ფასების რეგულირებით და სისტემატიურად შემცირებით…»

image

წყარო: И.В. Сталин «Экономические проблемы социализма в СССР». 1952 წ.

imageთავისუფლების შესახებ

image «მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორი «პირადი თავისუფლება» შეიძლება ჰქონდეს უმოშევარს, რომელიც მშიერი დადის და საკუთარ შრომას ვერსად იყენებს. ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს ექსპლუატაცია, სადაც ადამიანების ერთი ნაწილის მიერ, მეორე ნაწილის დათრგუნვა არა ხდება, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არა კანკალებს იმის გამო, რომ ხვალე, შეიძლება, სამუშაო, საცხობრებელი, პური... დაკარგოს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში არის შესაძლებელი ნამდვილი, და არა ქაღალდზე დაწერილი, პირადი და ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება…»

image

საუბარი როი გოვარდთან, ამერიკული პრესის გაერთიანების «Scripps-Howard Newspapers» წარმომადგენელთან. 1936 წ. 1 მარტი.

წყარო: Сталин И.В. Cочинения. – ტ. 14., 1997. გვ. 103–112.

imageსწავლაზე

image «აშენებისთვის, ცოდნა არის საჭირო, მეცნიერების დაუფლება. ხოლო ცოდნისთვის, სწავლა არის საჭირო. სწავლა ჯიუტად, მოთმინებით. სწავლა ყველასთან – მტრებთან და მეგობრებთან, განსაკუთრებით, მტრებთან. სწავლა, კბილის კბილზე დაჭერით, იმ შიშის გარეშე, რომ მტერი დაგვცინებს უვიცობის და ჩამორჩენილობის გამო…»

image

წყარო: გამოსვლა საკ. ალკკ-ს VIII ყრილობაზე. ტ 11, გვ. 76.

imageimage
imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ. იყო თუ არა ის ტყვეთა ბანაკში

გალინა ჯუღაშვილი: ტყვეობაში მამის როლს მისი ორეული, აბვერის აგენტი ასრულებდა. (გაგრძელება)

კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა

2
635
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
635
  
2017, 4 ოქტომბერი, 20:44
მეც ძალიან გამიკვირდა, ვიფიქრე ან ეს სიტყვები მას არ ეკუთვნის მეთქი, ან ამ კაცს განტევების ვაცად იყენებენ
2017, 4 ოქტომბერი, 11:20
,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო,, ამ ადამიანზეა ნათქვამი((
0 1 2