x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70131
  • ვიდეო:322939
  • სურათი:424230
ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია

მსოფლიო ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი მაუთჰაუზენია, რომელიც ზემო ავსტრიაში, ქალაქ ლინცში მდებარეობდა. ევროპის ტერიტორიაზე ის ერთადერთი ყველაზე დიდი ბანაკია, რომელსაც დამპყრობელი გერმანელები ხელმძღვანელობდნენ და მოიცავდა მრავალ შენობას, რომლებიც განლაგებული იყო მთელი ავსტრიის ტერიტორიაზე სამხრეთ გერმანიამდე. მაუთჰაუზენის ბანაკი გამოირჩეოდა ყველაზე დაუნდობელი პირობებით და ტყვეები კლასიფიცირდებოდნენ III კლასით. ძირითადად კი ტყვედ იგზავნებოდნენ რეიხის ყველაზე დიდი, პოლიტიკური მტრები იძულებითი შრომით გასანადგურებლად. მაუთჰაუზენის ზედმეტი სახელი კი ძვლის მსხვრეველია.


image


როგორც ხედავთ, მხოლოდ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი არ ყოფილა ერთ–ერთი ყველაზე დაუნდობელი თავისი საშინელი პირობებით. მაუთჰაუზენის ბანაკი მდებარეობდა გრანიტის კარიერის ზღვარზე, სადაც პატიმრები მუშაობდნენ. ეს კარიერი იყო ქალაქ ლინცთან არათანაბარი მოშორებით, სწორედ ამიტომ შეარჩია ის ჰიტლერმა და სურდა წარმოუდგენელი მშენებლობა წამოეწყო ტყვეების მძიმე შრომის ხარჯზე.


დღეში რამდენიმეჯერ, 50 კილოგრამიანი ქვების აზიდვა უწევდათ ტყვეებს 186 საფეხურის ავლით, რაც "სიკვდილის კიბით" მოიხსენიება ხშირად. ძალა გამოცლილი პატიმრები ხშირად ვერ უმკლავდებოდნენ ამ მძიმე სამუშაოს და ქვებთან ერთად გორდებოდნენ შუა საფეხურებიდან, შედეგად კი ქვევიდან ამომსვლელ ტყვეებსაც თან წაიყოლებდნენ. ეს ერთ–ერთი მასობრივი, ტყვეების ჯაჭვური დაღუპვა იყო.

imageimageimage

მესაზღვრეები აიძულებდნენ ტყვეებს ამ მძიმე სამუშაოს შესრულებას და მიშვერილი იარაღის ქვეშ მათ მხოლოდ ორი გზა ჰქონდათ– ეზიდათ მძიმე ლოდები, ან მომკვდარიყვნენ შუბლში მიღებული ტყვიით. ბევრმა მათგანმა მამაცობა გამოიჩინა და მესაზღვრე ხელის კვრით გადმოაგდო იქიდან, ბევრმა კი ვეღარ გაუძლო ამ ჯვარს და თვითონ გადმოხტა, ბევრიც უჭმელობით დაუძლურების გამო დაგორდა და საკმაოდ მძიმე ტრავმები მიიღო.


დღეში 8–10–ჯერ ყოველგვარი შესვენების გარეშე 186 საფეხურზე უნდა აეტანათ სულ ცოტა 50 კილოგრამიანი ლოდები, ხოლო ტყვეებს, რომლებიც წონით პატარა ქვებს ირჩევდნენ, ხვრეტავდნენ.


imageimageimage

დღეს, "სიკვდილის კიბეები" აღდგენილია და ტურისტების ექსკურსიის მარშუტია. მოგონებებში ნახსენებია ფრანგი მებრძოლის, ქრისტიან ბერნადეკას ჩანაწერები, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი გადარჩენილია ამ ბანაკიდან და დეტალებში აღწერს იქ გატარებულ ტყვეობის თითოეულ დღეს. მოგვიანებით კი წიგნი "186 ნაბიჯი" დაიწერა. რაც შეეხება მაუთჰაუზენის კარიერს, დღეს ხეებითა და მცენარეებითაა დაფარული, გარშემო ადგილებზე კი საცხოვრებელი შენობები, მუზეუმი და ტურისტული ცენტრია აგებული.

imageimageimage


იხილეთ აგრეთვე:



3
498
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
498
  
28 სექტემბერი, 18:29
მეზობელი კაცი იყო ტყვედ ნამყოფი სამამულო ომის დროს, 192 სმ სიმაღლის კაცი ბანაკიდან ამერიკელებმა, რომ გამანთავისუფლეს 45 კილო ვიყავიო–ასე გვიამბობდა ბავშვებს.
28 სექტემბერი, 17:04
წარმოასდგენადაც კი მძიმეა, რა ცხოვრების გამოვლა მოუწიათ საკონცენტრაციო ბანაკში "მცხოვრებ" ტყვეებს. :((
28 სექტემბერი, 15:57
საინტერესოა და მაგალითად გამოდგება თუ რა საფრთხეს შეიცავს ფაშიზმი.
ისე არც სსრკ ბრწყინავდა ამ მხრივ, საბადოებში და კარიერებზე გადასახლებულ "ხალხის მტრებს" ამუშავებდნენ მუქთად, საქართველოშიც ბევრია ტყვე გერმანელების აშენებული ხიდები და შენობები...
0 1 3