x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ძილის წინ შესრულებული ეს 6 ქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს

image

იოგა არის ის დისციპლინა რომლითაც სარგებლის მიღება შეუძლია თითქმის ყველა ტიპის სხეულის და ასაკის მქონე ადამიანს. სულაც არ არის აუცილებელი რეზინივით მოქნილები იყვეთ იმისთვის რომ იოგით ისიამოვნოთ. მაგალითად მეტიდაცია არ მოითხოვს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას და ამავდროულად ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს სტრესს.

ქვემოთ მოცემულია ის 6 მარტივი პოზა, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ პირდაპირ თქვენს საწოლში. ეს პოზები დაგეხმარებათ როგორც კუნთების დაძაბულობის მოხსნაში ასევე შეგიმსუბუქებთ დღის განმავლობაში დაგროვილ სტრესს.
image

1. მედიტაცია
განთავსდით ფეხებ გადაჯვარედინებულ მჯდომარე პოზაში, ხერხემალი გაასწორეთ, მხრები მოადუნეთ და 5 ღრმა ჩასუნთქვა გააკეთეთ, მაქსიმალურად შეეცადეთ გაწმინდოთ გონება და კონცენტრირდეთ ღრმად სუნთქვაზე.

image2 . წინ გადახრა
მჯდომარე პოზიციიდან ნელა უნდა გადაიხაროთ წინ და ხელის თითებით უნდა მისწვდეთ ფეხის თითებს. თუ არ შეგიძლიათ მისწვდეთ ფეხის თითებს, მაშინ შეეხეთ კოჭებს ხელის თითებით ისე როგორც მოახერხებთ, მთავარია ამ პოზაში თავი იგრძნოთ კომფორტულად. სუნთქვის დროს ფოკუსირება მოახდინეთ ამოსუნთქვაზე, ეს დაგეხმარებათ უფრო ღრმად გაჭიმვაში.
image3. ჩვილის პოზა
ჩაიმუხლეთ თქვენს საწოლზე. ფეხის თითები უნდა გქონდეთ ერთმანეთთან შეერთებულ მდგომარეობაში, მუხლები თეძოს სიგანეზე გაშლილი და ნელა უნდა გადაიხაროთ მაქსიმალურად წინ . ამ პოზაში უნდა დარჩეთ იქმადე სანამ თავს გრძნობთ კომფორტულად. ისუნთქეთ ღრმად.
image

4. შემდეგი პოზიციის მისაღებად წამოჯექით საწოლზე, ფეხებ გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში, თქვენი მარჯვენა ხელი დაიდეთ მარცხენა ფეხის მუხლზე, მარცხენა ხელი დადეთ თქვენს უკან საწოლზე და ნელა შეატრიალეთ თქვენი სხეული მარცხნისაკენ. თავი მიაბრუნეთ ისე რომ იყურებოდეთ თქვენი მარცხენა მხრის უკან. ღრმად ისუნთქედ და შემდეგ უკვე გაიმეორეთ ეს პოზიცია საპირისპირო მიმართულებით. ეს პოზიცია ჭიმავს და აძლიერებს თქვენი სხეუელის ზედა ნაწილს და ხერხემალს.
image
5. დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები, ფეხის ძირები მიატყუპეთ ერთმანეთზე, მხრები მოადუნეთ. სხეულის ქვედა ნაწილში თუ იგრძნობთ არასასიამოვნო შეგრძნებას, მოათავსეთ ბალიშები მუხლებს ქვემოთ, იმისათვის რომ აამაღლოთ ფეხების მდგომარეობა. ეს პოზიცია ეხმარება მთელ სხეულს განტვირთვაში.
image

6. ფეხები კედელზე, ეს არის მედიტაციისთვის განკუთნილი პოზა . ეს პოზა დაგეხმარებათ ფეხის კუნთების დაძაბულობის მოხსნაში .დაჯექით საწოლზე სახით კედლისკენ, გადაწექით უკან, და გაჭიმეთ ფეხები კედელზე.მხრები და ხელები მოადუნეთ, ხელისგულები უნდა იყოს ზევით მიმართული. ისუნთქეთ მშვიდად .


0
364
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ლომსაძე
თამარ ლომსაძე
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0