x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შევარდნაძის პოლიტიკურ ავანტიურას შეწირული აფხაზეთი და დევნილად ქცეული 300 000 ქართველი

image საქართველოში სამხედრო გადატრიალების მერე "სამხედრო საბჭომ" 1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან ჩამოიყვანა ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის სრული იგნორირებით "სახელმწიფოს მეთაურის" სტატუსი მიანიჭეს.
შევარდნაძემ ვინაიდან მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას არ ფლობდა დაიწყო მისეული სვლების გაკეთება, პირველ რიგში "მხედრიონის" და კიტოვანის დაქვემდებარებაში მყოფი გვარდიის ნაწილები მრავალგზის "შეუსია" სამეგრელოს, სადაც განსაკუთრებით მაღალი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერების რაოდენობა.
მას შემდეგ რაც სამეგრელოს რეგიონში ასე თუ ისე სიტუაცია დააბალანსა და რეგიონის მართვა მის მხარდამჭერებს ჩააბარა გადაწყვიტა "მოერჯულებინა" აფხაზეთის ქართველობა, რომელთა უდიდესი ნაწილი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად რჩებოდა და ზვიად გამსახურდიას დაბრუნების მოთხოვნით მრავალათასიან მიტინგებს აწყობდა სოხუმში.
ქვეყანაში შექმნილი ქაოსური ვითარებით სარგებლობდნენ კრიმინალები, იძარცვებოდა რუსეთიდან საქართველოში მომავალი და საქართველოს გავლით სომხეთისაკენ მიმავალი სატვირთო მატარებლები.
შევარდნაძემ დაურეკა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას და სიტყვიერად შეუთანხმდა სარკინიგზო მაგისტრალის დასაცავად შინაგანი ჯარის შეყვანას, არძინბაც დათანხმდა.
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შესულ მილიციის ნაწილებს, რომელსაც თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსი დავით ზეიკიძე მეთაურობდა და გვარდიის ბატალიონს, რომელსაც სოსო ახალაია მეთაურობდა და სამაჩაბლოდან მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებოდა აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან. მეორე შეტაკება აფხაზებთან გულრიფშის რაიონში აგუძერასთან მოხდა.
მალევე საბრძოლო მოქმედებები ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა რადგან აფხაზების მხარეს ომში ჩაერთო სომხური ორგანიზაცია "კრუნკის" მებრძოლები, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარის კაზაკები, მოხალისეებად შენიღბული გუდაუთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, ჩეჩნები და რუსეთის "გრუ"–ს მიერ დაფინანსებული, შეიარაღებული ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაციის "ბოევიკებით" დაკომპლექტებული დანაყოფები.
მდინარე გუმისთის ფორსირებისას ეშერის ლაბორატორიაში მყოფი რუსი მედესანტეების მიერ გაშვებულმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადმა სარაკეტო კომპლექსების რაკეტებმა რამდენიმე ქართული მძიმე ტექნიკა ააფეთქა, რის შედეგადაც ქართული დანაყოფი იძულებული გახდა ფრონტის ხაზი შეენარჩუნებინა გუმისთასთან.
15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის "მხედრიონის" მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქალაქ ტყვარჩელის ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ აფხაზები. გაგრის ზონის დაკავების მერე რუსეთმა დაიწყო აფხაზების და მათი მოკავშირეების სწრაფი ტემპებით შეიარაღება არტილერიით, ზალპური ცეცხლის დანადგარებით და მძიმე ტექნიკით.
საბრძოლო მოქმედებებში უკვე აშკარად ჩაერთო რუსული ავიაცია, რომელიც უმოწყალოდ ბომბავდა ქართული შენაერთების პოზიციებს და ქალაქ სოხუმს.
სეპარატისტებმა მიზნად დაისახეს გაგრის აღება რათა რუსეთთან უშუალოდ ქონოდათ გასასვლელი გზა.
გაგრის აღებისას ქართული შენაერთების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ღიად ჩაერთო გუდაუთის სამხედრო ბაზის სამხედრო კონტიგენტი მძიმე ტექნიკით.
სამწუხაროდ გაგრა დაიკარგა, გაგრაში ქართული შენაერთების მთელი არსენალი მძიმე ტექნიკის ჩათვლით სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირეებმა ჩაიგდეს ხელში, რამაც განსაკუთრებით გაართულა სოხუმის დაცვა, ფსოუზეც უკვე თავისუფლად გადმოდიოდა ათასი ჯურის "ბოევიკი", რომლებსაც რუსეთი აიარაღებდა.
ტამიშთან გადმოსხმულმა სეპარატისტების და მათი "დამქაშების" მოულოდნელმა შეტევამ დიდი მსხვერპლი გამოიწვია ქართულ შენაერთებში, დაისახა გეგმა დედანტის გასანადგურებლად, რომლის განადგურებაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა. ერთობლივ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია და ტამიშში გადმოსხმული დესანტის დიდი ნაწილი განადგურებულ იქნა.
სამწუხაროდ რიგ მიმართულებებზე ქართული დანაყოფების წარმატებული სამხედრო ოპერაციებმა გაგრძელება ვერ ჰპოვა და კონტრშეტევის ბრძანება არ იქნა გაცემული, რამაც სეპარატისტებს და მათ "დამქაშებს" მისცა დრო ახალი ძალების მობილიზირებისათვის.
კიდევ უფრო უარესი ფაქტი მოხდა როცა 27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.
27 ივლისი ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო.
შევარდნაძემ ბრძანება გასცა და ქართული მძიმე ტექნიკა არტილერია გატანილ იქნა ფოთის პორტში.
ასევე შევარდნაძის განკარგულებით განათლების სამინისტრომ 1სექტემბერს სოხუმის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყება გამოაცხადა.
27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.
16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ არტილერიის დახმარებით სოხუმის და ქართული პოზიციების მასიური დაბომბვა დაიწყო რუსული ავიაციის მხარდაჭერით.
27 სექტემბერს განიარაღებული ქართული შეიარაღებული ნაწილების თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად სოხუმი დაეცა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობაში მყოფი ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მათთან მყოფი ქართველი მებრძოლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დახვრიტეს.
თავად შევარდნაძე კი როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს რუსული "გრუ"–ს სპეცრაზმმა "ალფამ" უსაფრთხოების დერეფნის გაკეთებით აგუძერიდან დრანდისაკენ გაამგზავრა და მშვიდობიანად აფრინდა ბაბუშერას აეროპორტიდან და თბილისისკენ გაემართა.
რომ არა სამოქალაქო ომი და შევარდნაძის ამბიციური გეგმა გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა.
რადგან არ იქნებოდა ცალკე აღებული კიტოვანის გვარდია, ცალკე მაშველთა კორპუსი "მხედრიონი" და ცალკე გამსახურდიას ერთგული გვარდიის დანაყოფები.
შევარდნაძეს ხელი, რომ არ მოეწერა შეთანხებისათვის აფხაზეთიდან ქართული არტილერიის და მძიმე ტექნიკის დაკარგვაზე ვინ იცის იქნებ სოხუმიც შეგვენარჩუნებინა და მეტიც აღგვედგინა აფხაზეთზე სრული კონტროლი, რადგან ქართველებში საბრძოლო მუხტი მაღალი იყო.
იმედია აფხაზეთი უახლოეს წლებში დაუბრუნდება დედა სამშობლოს–საქართველოს.
აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველოს შემადგენელი ნაწილი.
მარადიული ხსოვნა თითოეულ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს ვინც კი დაიღუპა აფხაზეთის დასაცავად წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში იქნება ეს სამხედრო, მოხალისე თუ სამოქალაქო პირი, დიდი ხნის სიცოცხლეს ვუსურვებ თითოეულ მებრძოლს მამაჩემის ჩათვლით ვინც გულით იომა აფხაზეთის შესანარჩუნებლად.
image


0
256
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0