x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72048
  • ვიდეო:325243
  • სურათი:427413
ჯვართამაღლების დღესასწაული

image

image ჯვართამაღლება -ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ისევ წავიდნენ საქადაგებლად.მათ დიდი ტანჯვა გამოიარეს, იდევნებოდნენ ყველგან, როგორც პირველი ქრისტიანები.მოციქული პეტრე იესოს წინასწარმეტყველებისამებრ ჯვარს აცვეს თავდაღმა, პავლე მოციქული შუაზე გახერხეს, იოანე მოციქულს, ქრისტეს ყველაზე საყვარელ მოწაფეს, ადუღებული ზეთი ჩაასხეს პირში.პირველ ქრისტიანებშიც უამრავი აწამეს:ზოგი მხეცებს დააგლეჯინეს, ზოგიც ურმის თვალს გამოაბეს და ათრიეს.ქრისტეს ჯვარცმის ადგილი დაანგრიეს და მიწით დაფარეს.სწორედ ამ დროს დაიკარგა ქრისტეს ჯვარი.

მიუხედავად მრავალი დაბრკოლებებისა ქრისტიანობა მაინც ვრცელდებოდა, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება.

მეოთხე საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორის-კონსტანტინეს სახით ქრისტიანობას დიდი ქომაგი და მფარველი გამოუჩნდა.მან იგი თავისუფალ სარწმუნოებად აღიარა და არავის უკრძალავდა მის მიღებას.ამ პერიოდში მოინათლა დედოფალი ელენე, დიდი გულშემატკივარი ქრისტიანობისა და დედა იმპერატორ კონსტანტინესი.როცა დედოფალმა გაიგო, დაკარგვა ქრისტეს ჯვარის, წავიდა იერუსალიმში, გააწმენდინა ქრისტეს წამების ადგილი და იპოვა 3 ჯვარი, რომელთაგან ერთი ქრისტესი იყო, ორი კი მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკისა.იპოვა ფიცარიც, იესოს ჯვარის თავზე გაკრული წარწერით-"იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა".ჯვრები კი იპოვეს, მაგრამ უცნობი იყო რომელი იყო ამათგან ქრისტესი.ამის გასაგებად შეევედრნენ უფალს, სასწაულით ემცნო მათთვის იესოს ჯვრის შესახებ.მათ სათითაოდ დაადეს ჯვრები მიცვალებულის გვამს.მესამე ჯვარის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა.სწორედ ეს იყო ქრისტეს ჯვარი.ჯვრის თაყვანის საცემად უამრავი ხალხი მოგროვდა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა ჯვარი მაღალ ადგილას დაასვენა, რათა ხალხს უფრო ადვილად დაენახა.მეტი თვალსაჩინოებისთვის ჯვარს ხან აამაღლებდა, ხან დაასვენებდა.სწორედ ამიტომ ვუწოდებთ იესო ქრისტეს ჯვარის პოვნას ჯვართამაღლებას, რომელსაც ვდღესასწაულობთ.ამ ღეს ცისკარზე გამოასვენებენ ჯვარს საკურთხევლიდან შუა ეკლესიაში და თაყვანს სცემენ, თან უგალობენ:"ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ."

გილოცავთ ჯვართამაღლებას!

0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0