x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაიკლ ჯექსონი ცილისწამების მსხვერპლი იყო

ყველასთვის ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი — ყველა დროის, ყველაზი დიდი პოპ-ვარსკვლავია. 5 წლის ასაკიდან, ის მუსიკალური ჯგუფის "ჯექსონ ფაიფ"-ის ("The Jackson 5") სოლისტი იყო, რომელშიც მისი 4 ძმაც მონაწილეობდა: ჯეკი, ჯერმეინი, ტიტო და მარლონი. შემდე, მაიკლმა წარმატებული სოლო კარიერა გააგრძელა: მას, მსოფლიოს ჩარტებში, ყოველთვის ლიდერის პოზიცია ეკავა, არაირთხელ მიიღო "გრემი" და ყოველივე ამის შედეგად, მას პოპ-მუსიკის მეფე შეარქვეს. მისი გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, მაიკლ ჯექსონი, მისი შესანიშნავი სიმღერების წყალობით, ისევ აგრძელებს ცხოვრებას თაყვანისმცემლების გულებში.


image


მიუხედავად უზომო პოპულარობისა, პოპ-მუსიკის მეფის ცხოვრებაში მხოლოდ მუსიკა და აპლოდისმენტები არა ყოფილა. მას არაერთხელ დასდეს ბრალი, არასრულწლოვანების მიმართ, სექსუალურ ძალადობაში. თუმცა, დანაშაული ვერცერთხელ ვერ დაუმტკიცეს.

1993 წელს, მის წინააღმდეგ საქმე 13 წლის ჯორდან imageჩენდლერზე (Jordan Chandler) განხორციელებულ ძალადობაზე აღიძრა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დევიდ შვარცმა, ჯორდანის მამინაცვალმა, რომელსაც ავტო-გაქირავების მაღაზია ჰქონდა ლოს-ანჯელესში, შემთხვევით გაიცნო მაიკლ ჯექსონი. მას გზაზე ავტომობოლი გაუფუჭდა და დევიდის მაღაზიას მიმართა დახმარებისთვის. დევიდმა მაიკლს უთხრა, რომ დახმარებას იმ შემთხვევაში აღმოუჩენდა, თუ მაიკლი მის გერს, რომელიც მომღერლის დიდი თაყვანისმცემელი იყო, დაურეკავდა. მოგვიანებით, მაიკლმა ჯორდანიც გაიცნო და მისი ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებიც მის რანჩოს ხშირად სტუმრობდნენ.

ჯორდანის მამა, ევან ჩენდლერი, იმ დროს, პროდუსერი და სცენარისტი იყო. სწორედ მან შეიტანა სარჩელი სასამართლოში მ. ჯექსონის წინააღმდეგ. ძიება დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა. ვერც პოლიციამ და ვერც ფედერალურმა სამსახურმა, მ. ჯექსონის წინააღვდეგ, ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2005 წ. ჯკექსონის სადაზღვევო კომპანიამ, ევან ჩენდლერს 15 მილიონი დოლარი გადაუხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დაესრულებინათ. თავად ჯექსონი ამის წინააღმდეგი იყო და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ გარიგება, მის ადვოკატსა და ჩენდლერს შორის, მაინც შედგა.

როგორც ამბობენ, ჯორდანის მამამ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მ. ჯექსონმა მას პროექტების დაფინანსებაზე უარი უთხრა.

ჰოლივუდში საკმარისი არ არის სცენარის ქონა. ფილმის გადასაღებად ფულიც არის საჭირო. პოპის მეფემ კი ფილის მიცემაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ვიდრე ჩენდლერი მის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, მომღერალს აშანტაჟებდა და სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, უჩივლა. მ. ჯექსონი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ფულს მაშინვე გადაუხდიდა და საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანდა.
ამ გახმაურებული საქმის მსვლელობის მანძილზე, მ. ჯექსონს სხვებმაც წაუყენეს ანალოგიური ბრალდებები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომღერლის დანაშაული არცერთ შემთხვევაში არ დაუმტკიცდა.

image

imageimageრაც შეეხება ჯორდან ჩენდლერს, მან მოწმეთა დაცვის პროგრამით ისარგებლა და დღემდე შეცვლილი სახელით აგრძელებს ცხოვრებას. 16 წელი რომ შეუსრულდა, სასამართლოს წესით, უარი თქვა მშობლების მეურვეობაზე და მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა. მან ასევე უარი თქვა 2005 წელს სასამართლოზე გამოსვლაზე და მ. ჯექსონის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

imageდა ბოლოს, ევან ჩენდლერმა, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

0
261
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0