x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რას წერდა ზურაბ ყიფშიძის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" 1990 წელს: " ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე.."
image
ზურაბ ყიფშიძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, 1976 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართული ფილმში" და ამ ხნის განმავლობაში, ეკრანზე მრავალი გამორჩეული სახე შექმნა. ამასთან ერთად აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები. მსახიობი ასევე მოღვაწეობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მისი დაარსების დღიდან.

მიხეილ თუმანიშვილმა 1981 წელს კინომსახიობთა თეატრში დადგა სპექტაკლი "დონ ჟუანი", სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებდა, სპექტაკს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, მსოფლიო პრესა აღბრთოვანებით შეხვდა ბრწყინვალე სპექტაკლს. რამდენიმე ათეული სტატიიდან, რომელიც მსოფლიო პრესაში დაიბეჭდა, აღსანიშნავია "ვაშინგტონ პოსტის" სტატია 1990 წელს, კინომსახიობთა თეატრის ვაშინგტონში გასტროლების შესახებ.

1990 წელს ზურაბ ყიფშიძის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" წერდა: "..ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე.. მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება - სიმფონია. ყოველი გამოხედვა - ჟრუანტელის მომგვრელი. თქვენ შეგიძლიათ გყვადეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები - ეს ბიჭი ყველას მტვერში აგორავებს. " image

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს ზურა ყიფშიძე 37 წლის იყო.


image

ზურა ყიფშიძე

1
1003
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1003
  
2017, 27 სექტემბერი, 11:23
მხოლოდ ზურა ყიფშიძე არ გადარევდა მსოფლიო კინოს, რამდენი მასავით ნიჭიერი, მშვენიერი მსახიობი გვყავდა და გვყავს... მედეა ჯაფარიძის სურათი რუსებს ხატი ეგონათ(..
0 1 1