x
image
მანჩო 777
"ოპერის მოჩვენება"- სევდიანი ისტორია ცნობილი ნაწარმოების შექმნისა
პარიზის ოპერის თეატრი - "გრანდ ოპერა" ყველაზე დიდი ოპერის თეატრია მსოფლიოში. თეატრის შენობას აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი - მას გააჩნია შთამბეჭდავი ზომები და უნიკალური არქიტექტურა, მაგრამ დამთვალიერებლებს ხშირად წარმოდგენაც კი არა აქვთ ამ შენობის მასშტაბების შესახებ, რადგან ძირითად შემთხვევაში ისინი ნახულობენ მხოლოდ მის მიწისზედა ნაწილს."გრანდ ოპერის" მიწისქვეშეთი კი მართლაც რომ გრანდიოზულია. მას გააჩნია უამრავი გასასვლელი და განლაგებულია რამდენიმე დონეზე. სამწუხაროდ, მიწისქვეშეთის დიდი ნაწილი დანგრეულია და მისი რესტავრირება ვერ მოხერხდა იმის შიშით, რომ შენობის მიწისზედა ნაწილისათვის ზიანი არ მიეყენებინათ.
თეატრის ცენტრში არის ტბა. მის წყალს გამოიყენებენ როგორც რეზერვს ხანძრის შემთხვევებისათვის. ეს ტბა არასოდეს არ დაშრება, რადგან თეატრი აგებულია მდინარე სენას ერთ-ერთ განშტოებაზე.


image


თეატრის შენობასთან დაკავშირებულია ძალიან საინტერესო ისტორია. მოდით, გავეცნოთ ამ ლეგენდას და გავიგოთ, თუ რა საიდუმლოს ინახავს თავის თავში ეს ულამაზესი შენობა.


ერთხელ, როცა "გრანდ-ოპერის" მიწისქვეშეთის გეგმიური შემოწმება მიმდინარეობდა (ეს ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში), მუშებმა დაანგრიეს მცირე კედელი, რომელიც სარდაფის სათავსოს დიდი დარბაზისაგან ჰყოფდა და ყველას გაკვირვების შეძახილი აღმოხდა, როცა კედელს იქეთ ადამიანის ჩონჩხი დაინახეს.
თეატრის დირექტორს შეეშინდა სკანდალის აგორებისა, რადგან ხალხისათვის არასასიამოვნო იქნებოდა იმის გაგება, რომ მათი საყვარელი თეატრის ქვეშ ათეულობით წლების განმავლობაში გვამი იდო, ამიტომ ნაპოვნი ნაცნობ ჟურნალისტს-გასტონ ლერუს აჩვენა, რომელიც ცნობილი იყო თავისი თავშეკავებული და გაწონასწორებული სტატიებით.
როცა ჟურნალისტმა ჩონჩხი ნახა, ის გააოცა თავის ქალის უჩვეულო ფორმამ, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ ეს ადამიანი სიცოცხლეში ძალიან მახინჯი უნდა ყოფილიყო. ჩონჩხს ნეკა თითზე საკმაოდ ძვირფასი ბეჭედი ეკეთა, რომელიც სავარაუდოდ XIX საუკუნის 60-იან წლებში იყო დამზადებული.



image


ბეჭდის ფოტოსურათები უამრავ გაზეთში გამოქვეყნდა იმ იმედით, რომ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ჩონჩხის პატრონზე შესაძლებელი გახდებოდა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს არავინ გამოხმაურებია, მაგრამ ლერუმ მოსვენება დაკარგა, ის ცდილობდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გაეგო რაიმე მაინც ბეჭდის მფლობელის შესახებ.


ლერუ გაესაუბრა თეატრში მომუშავე უხუცეს ადამიანებს და მათგან შეიტყო შემდეგი ამბავი, რომელიც ლეგენდას უფრო ჰგავდა:
ისტორიის თანახმად, თეატრის ერთ-ერთი არქიტექტორი საშინლად მახინჯი ადამიანი იყო, ამიტომ ის მთელი ცხოვრება ნიღაბს ატარებდა. არქიტექტორი სადღაც, შორეულ სოფელში იყო დაბადებული. დედისათვის ის არასასურველი ბავშვი იყო და ქალს რომ თავის ფეხმძიმობა დაემალა, ძალიან მოჭერილ კორსეტს ატარებდა. სწორედ ამის გამო ჰქონდა კაცს დამახინჯებული თავის ქალა. მშობიარობის შემდეგ ქალმა თავიდან მოიცილა ბავშვი და ის ბოშებს მიყიდა. მათ ის შორს, აღმოსავლეთში წაიყვანეს და ერთ შეძლებულ ოჯახს მიჰყიდეს; სწორედ მათ ასწავლეს ჭაბუკს არქიტექტორის ხელობა.


image


არქიტექტორი ძალიან გულჩათხრობილი და მარტოსული ადამიანი იყო და ადამიანებთან კონტაქტს გაურბოდა. თეატრის მშენებლობის დასრულების შემდეგ ის აქვე დარჩა ტექნიკური მომსახურეობისათვის. მამაკაცი თეატრის ახლოს დასახლდა. შემდეგ კი მოვლენები მისთვის სამწუხაროდ განვითარდა: არქიტექტორს თეატრის დასის წევრი მშვენიერი მსახიობი გოგონა შეუყვარდა. ქალმა მას თანაგრძნობით არ უპასუხა, რადგან ლამაზი და მდიდარი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთხელ მამაკაცმა როგორღაც მოახერხა და გოგონა თავის სახლში მიიტყუა. იქ მას ქალი ჩაკეტილი ჰყავდა მთელი ორი კვირა.


image


მიუხედავად ბევრი მცდელობისა და ხვეწნა-მუდარისა, მამაკაცმა ქალი ვერ დაითანხმა ცოლობაზე და მისგან მხოლოდ ზიზღი და დაცინვა მიიღო. არქიტექტორი იძულებული გახდა გოგონა გაეთავისუფლებინა. ამის შემდეგ მამაკაცი აღარავის უნახავს. ამბობდნენ, რომ ის დაიმალა თეატრის მიწისქვეშეთში და აქვე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. დასის მხცოვანი წევრები ლერუს არწმუნებდნენ, რომ არქიტექტორის აჩრდილი კვლავ დადიოდა თეატრის დერეფნებში და მას ყველგან შეეძლო შეღწევა.


image


გასტონ ლერუს ძალიან მოეწონა ეს ისტორია, თუმცა გაიფიქრა, რომ მას რომანტიკა აკლდა... და მან მოიფიქრა თავისი ისტორია: ლერუმ მისცა სახელი-ერიკი მახინჯ არქიტექტორს და გადააქცია ის გენიალურ კომპოზიტორად-"მუსიკის გენიად". ერიკმა თავის მოსწავლე გოგონას-ქრისტინას ასწავლა სიმღერა და დანაშაულებრივი გზით გაუკვალა მას გზა დიდი სცენისაკენ. ჟურნალისტმა თაყვანისმცემელ ვაჟს მისცა სახელი-რაულ დე შანი და აქცია ის ქალის მდიდარ და გავლენიან საქმროდ. აი ასე, სულ პატარა ფანტაზიის წყალობით გაჩნდა ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრილერი...
რომანს გასტონ ლერუმ დაარქვა "ოპერის მოჩვენება" და გამოსცა 1910 წელს. ასე იხილა დღის სინათლე იდუმალმა და სევდიანმა ისტორიამ ოპერის მომხიბვლელ მომღერალ ქალზე შეყვარებული არქიტექტორისა. რომანმა არნახული პოპულარობა მოიპოვა, მის სიუჟეტზე ოპერა დაიწერა და რამდენიმე ფილმიც იქნა გადაღებული.


დასასრულს, მინდა შემოგთავაზოთ უკვდავი არია "ოპერის მოჩვენებიდან" ჩემი საყვარელი ჯგუფის შესრულებით.


9
439
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
439
  
2017, 22 ოქტომბერი, 11:09
საინტერესეოა.ფილმი რამდენჯერ მინახავს და მსგავსი ლეგენდა თუ ედო საფუძვლად არ ვიცოდი ნამდვილად. მადლობთ
2017, 28 სექტემბერი, 0:05
მეც არ ვიცოდი ეს ისტორია, არადა მიყვარს საშინლად ეს ოპერაც , ფილმიც და განსაკუთრებით აქ რომ დევს, ის არია
2017, 27 სექტემბერი, 23:47
მუსიკა და ფილმი ვიცი, ისტორია კი პირველად მესმის, საინტერესო იყო მანჩო
2017, 27 სექტემბერი, 22:46
გვიყვარს მე და შენ ტარია
2017, 27 სექტემბერი, 22:45
გაიხარე :)
2017, 27 სექტემბერი, 22:45
მადლობა, ნათი
2017, 27 სექტემბერი, 11:34
მანჩო, როგორც ყოველთვის, ფორმაში ხარ ტარიას შესრულებით ძალიან მიყვარს ეს ოპერა
2017, 27 სექტემბერი, 10:47
ამ ისტორიის შესახებ მართლა არ ვიცოდი. ძალიან საინტერესოა, მადლობა
2017, 27 სექტემბერი, 9:55
მანჩო, როგორც ყოველთვის ბრავო :)
0 1 9