x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ აღმოჩნდნენ ვარსკვლავები ანორექსიის პირისპირ ( + ფოტოები )


ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე და ამ პრობლემით დაავადებულ ვარსკვლავებზე, რომელთა დიდმა ნაწილმა ანორექსია დაამარცხა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა, რომლებიც მუმიებად იყვნენ ქცეულნი, სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს და შედეგმაც არ დააყოვნა.მხედველობაში გვყავს ახალგაზრდა მომღერალი ემა უაინჰაისი, რომელსაც გარდა იმისა, რომ აკლოჰოლსა და ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, მას კვების პრობლემებიც შეექმნა და ერთ დროს ძალიან სექსუალური და ექსცენტრიული მომღერალი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო წლებში ის გამოიყურებოდა როგორც მუმია და მიუხედავად გულშემატკივრების არა ერთი დარიგებისა, მომღერალი საკუთარი ცხოვრების წესებით ცხოვრობდა, რასაც საბოლოოდ ტრაგედია მოჰყვა.


image

ზოგადად ანორექსია აღიარებულია, როგორც ჭამის ქცევის ფსიქიური აშლილობა.Anorexia - სინდრომი, რომელიც მოიცავს სრულ უმადობას.

ცნობილი სპორტსმენი იულია ლიპნიცკაია სპორტული კარიერის აღმასვლის პროცესში წერდა, რომ მან მოახერხა ბავშვობიდან თანდაყოლილი სიგამხდრის პრობლემების მოგვარება, რომელმაც მიიღო სამთვიანი მკურნალობის კურსი და ის გადაიქცა ფიზიკურად ძლიერ გოგონად.


imageimage


რაც შეეხება ჰოლივუდის ვარსკვლავებს, აღსანიშნავია რეიჩელ ზოო. ( ჰოლივუდში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული შოუს ავტორი), რომელიც მთელი ცხოვრება ებრძვის კვების დარღვევით გამოწვეულ პრობლემებს. მის შოუში "რეიჩელ ზოოს პროექტი"The Rachel Zoe Project, ხშირად ნახავთ გასტროენტერელოგთან ან კიდევ დიეტოლოგთან გულახდილ საუბრებს, რომლებმაც შეძლეს დაერწმუნებინათ ვარსკვლავი დიეტის შეცვლაში - წერს წყარო.

imageimage

imageდიდი ხანია საუბრობენ ვიქტორია ბექჰემის შესახებ და ყველაფერს უკავშირებენ იმ არაადამიანური ცხოვრების წესს, რასაც შოუბინესის წარმომადგენლები ეწევიან: მკაცრი დიეტა, კორსეტები, საათობით ვარჯიში სპორტდარბაზებში, გადამღლელი მოგზაურობები და ა. შ. მას ყველაზე პატარა ზომის ტანსაცმელი აცვია და ყველაფერი დაიწყო ჯგუფში "Spice Girls Group" სოლისტობის დროს - წერს rambler.

imageკიდევ უფრო საინტერესოა ნიკოლა რიჩის გარშემო აგორებული ჭორები თითქოს მას აწუხებს ანორექსია. ის არაერთხელ მოჰყვა ახალი ამბების ყვითელ ფურცლებზე და არც თუ უსაფუძვლოდ. 2007 წელს გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო აალაპარაკა, სადაც ვარსკვლავის წონა 38 კილოგრამი იყო. ცნობილია, რომ ნიკოლა რიჩი ახალგაზრდობაში არაჩვეულებრივი ფორმებით გამოირჩეოდა.მაგრამ როცა ის როგორც მუსიკოსი დიდ საზოგადოებაში მოხვდა, 20 კილოგრამი დაიკლო, თუმცა რიჩი ამის შესახებ წერდა, რომ პირადი ცხოვრების მანძილზე გამოხატული პრობლემებისა და გრძნობების შედეგი იყო წონის ასეთი ტემპით დაკარგვა.უარყოფის მიუხედავად, ვარსკვლავი საავადმყოფოში მოათავსეს სამკურნალოდ, როცა მისი წონა 74 კგ.დან 43 კგ. ზე ჩამოვიდა.imageოსკაროსანი მსახიობი, მრავალშვილიანი დედა, ქველმოქმედი და ასევე უმშვენიერესი ქალი ანჯელინა ჯოლი ასევე განიცდიდა კვების დარღვევით გამოწვეულ პრობლემებს.დიახ, ახალგაზრდობაში ბრწყინვალე ფორმებით გამორჩეულ მსახიობს 2007 წლიდან ანორექსიის სიმპტომები აღენიშნებოდა. მისი თქმით: - " მე სასტიკად არ მსიამოვნებს ჩემს სიგამხდრეზე ამდენი საუბარი.

ყოველთვის ვიყავი დინჯი ამ საკითხში, მაგრამ ეს წლები ჩემთვის იყო კატასტროფულად მტკივნეული.მე დავკარგე დედა, ურთულესი ოპერაციები გადავიტანე და საერთოდ ძალიან ემოციური და რთული ცხოვრებისული პერიოდი მიდგას. ხალხი ფიქრობს, რომ მე ვზივარ დიეტაზე იმის გამო, რომ მოტკეცილლი ჯინსი ჩავიცვა, რაც ასე ნამდვილად არაა".image

0
293
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0