x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ იქცნენ რელიგიები ,,მომაკვდინებელ იდეოლოგიებად,,
1960-70 - იან წლებში ღმერთი მკვდარი იყო. მარქსის, ნიცშეს, ფროიდის და სხვა “ეჭვის მოძღვრების“ საუკუნის შემდეგ, შორსმჭვრეტელმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ “ ღმერთი მოკვდა“, იწინასწარმეტყველეს სრულიად ახალი, პოსტრელიგიური ერა, მეცნიერული და ტექნიკური მიდგომის გარდუვალი დაწინაურება, ჩვეულებების, იდეების და პოლიტიკის სეკულარიზაცია.


ღმერთი უბრალოდ გამოძევდა. ის არაფერს არ ითხოვდა მისი სახელით შურისძიების გარდა და თან - უკიდურესი ფორმით. 21-ე საუკუნის რელიგიები “მომაკვდინებელ იდეოლოგიებად“ იქცნენ.


image


არაბულ ქვეყნებში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ოცნება ბარბაროსულმა ისლამურმა ტერორიზმმა შთანთქა. ახალგაზრდა ჯიჰადისტები ყურანის სახელით უსაზღვრო სიძულვილის ანთხევენ საკუთარი თავის თუ სხვების მიმართ. ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე საშინელი “მესიანური“ იდეოლოგია უბიძგებს ულტრაორთოდოქსი ებრალელებს უკიდურესად ძალადობრივი ქმედებებისკენ. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნდამენალისტ-პროტესტანტი და რადიკალი კათოლიკეები, რომელთა აღფრთოვანებაც ძალადობით გამაოგნებელია(არამხოლოდ ვერბალურით), აწარმოებენ ბრძოლას აბორტის და ჰომოსექსუალიზმის წინააღდმდეგ.



მათი ფანატიკური და ძალიან უსამართლო გამოთქმის მიხედვით, “მონოთეისტური“ რელიგიები, იგივე “ წიგნის რელიგიებად“ წოდებული, ბუდიზმისა და ინდუიზმისგან გარდა, რომლებსაც ასევე თავიანთი ექსტრემისტები ჰყავთ, ეტევიან ერთ სამარცხვინო სიბრტყეზე.


თუ ჩავუღრმავდებით ცნებას :“წმინდა“, დავინახავთ, რომ ის ყოველთვის ძალადობას შობდა. ადამიანმა ამ სიტყვით სპეკულირება ისწავლა და საკუთარი ძალადობის გამართლებასა და ლეგიტიმაციისთვის იყენებდა. “წმინდა ომები“ სხვა არაფერს არ ისახავდა მიზნად, თუ არა უდიდესი სულიერი რესურსის მობილიზაციას და მას დიად, კეთილშობილ მიზნებს ეძახდა.


Gott mit uns(ღმერთი ჩვენთანაა) აცხადებდნენ ნაცისტი სამხედროები მაშინ, როცა ნაციზმი უკიდურესად ათეისტური იდეოლოგია იყო.

ეს იმიტომ, რომ ღმერთი თვითმყოფადია, ავტორიტეტია და გამოიყენება პოლიტიკური ფრუსტრაციის დასაძლევად, ტოტალიტარიზმის გასამართლებლად.


წმინდა წერილები : - ებრაული თუ ქრისტიანული ბიბლია, ისევე, როგორც ყურანი, გახდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულების საბაბები.


საკითხი შემდეგნაირად ისმის: არ არის თუ არა ეს “მომაკვდინებელი რელიგიების“ ბრალი, რომლებიც თესენ ძალადობის მარცვლებს დოგმებად ქცეული “ჭეშმარიტებების“ სახელით? თუ მას ის ადამიანები აკეთებენ, ვინც თავს ღმერთად აცხადებენ და საბაბებს დაეძებენ თავიანთი ძალადობის თუ ფანატიზმის გასამართლებლად? პასუხები წარსულში და სამი ძირითადი მონოთეისტური რელიგიის ტექსტებში წერია.

8
103
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
103
  
ღმერთი არის და ის სიყვარულია, ხოლო დემონი ფარისევლები ამრუდებენ რელიგიას და აქცევენ ფაშიზმად და შიზოფრენიად.
ომ შანტი
2018, 3 სექტემბერი, 11:27
როგორ არა დროსთან ერთად განსაკუთრებით დეფორმირდნენ
2018, 31 აგვისტო, 18:25
ყოველთვის ასეთები არ ქცეულან არაფრად. :)
2017, 27 სექტემბერი, 19:33
თუ ვინმეს ,,კუჭი აეწვა,, ე.ი. მართლაც კარგად დაგიწერია და ასე განაგრძე
2017, 27 სექტემბერი, 13:21
ეჰ, თან არაფერია აქ ვინმეს პირადი ღირსების შემლახველი, ღმერთმა დამიფაროს, ასე დავეცე. უბრალოდ, რამსები აგვერია, რელიგიური ავტორიტეტები და ჩვენი ღირსება ერთი ცნება გვგონია
2017, 27 სექტემბერი, 12:08
რას იზამ, ჩემო კარგო, რა დათვლის ამდენ ფარისეველს))))))))))
2017, 27 სექტემბერი, 12:05
მადლობა, ლალი მეცნენ ჩვენს რელიგიურ გრძნობებს ნუ ლახავო და რავიცი :(
2017, 27 სექტემბერი, 12:03
ჩემთვის სახარებაზე, როგორც საოცარი სიბრძნის წყარო, დიდი წიგნი არ არსებობს და ადამიანები რომ ,,ვექცეოდეთ სხვას ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მოგვექცნენ,, ბევრად კარგად ვიგრძნობდით თავს... ძალიან კარგი სტატიაა და გემრიელი საპოლემიკო))
0 1 8