x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ადამიანების 5 ტიპი, რომლებიც ყველაზე ხშირად ღალატობენ
image
ბედნიერ ურთიერთობებს ბევრი კომპონენტი აქვს. ერთ-ერთი მთავრი კი- ერთგულებაა. ყველას აქვს სურვილი ბოლომდე დარწმუნებული იყოს თავის რჩეულში, თუმცა წყვილები ხშირად ერთმანეთს ღალატობენ. ჩვენ გაგაცნობთ ადამიანების 5 ტიპს, რომლებთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყება არ ღირს, რადგან ისინი პერველივე შესაძლებლობისას გიღალატებენ.



საპატიო მე-5 ადგილს ნარცისები იკავებენ- მათთვის ერთი ადამიანის სიყვარული არ არის საკმარისი, აუცილებელია, რომ ყველა გარშემო მყოფი გიჟდებოდეს მათზე. ისინი მუდმივად ეძებენ იდეალურ პარტნიორს. თვლიან, რომ ურთიერთობაში შეცდომებს არასდროს უშვებენ და შემდეგი რომანი გაამართლებს. დამნაშავე არის ყველა, მათ გარდა.



მე-4 ადგილი მუდმივად რომანტიკოსებს ეკუთვნით- რომანტიკოსები მუდმივ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ითხოვენ. ის ვერ გადაიტანს იმედგაცრუებას. იგი არასოდეს დაკარგავს თავისუფლებას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში. ამიტომაც უწვეთ პარტნიორების ხშირი ცვლა.


image





მე-3 ადგილზე დაკომპლექსებული ადამიანები არიან - რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს გარკვეული კომპლექსი. იმ შემთხვევაში კი, როცა ადამიანს არ გააჩნია საკუთარი პირადი ცხოვრება და მუმდივად სჭირდება პარტნიორის დახმარება- ეს უკვე საშიში სიგნალია. თუ მას ოდნავ შეეპარა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, პარტნიორს ტოვებს და ახალი ურთიერთობის დაწყებას ცდილობს, რათა საკუთარი თავისადმი რწმენა აღიდგინოს.



მე-2 ადგილი და მკვეთრად გამოხატული ეგოიზმი -ეგოისტი ადამიანები იმდენად "შეპყრობილი" არიან საკუთარი თავით, ახლობლების აზრებსა და ემოციებს საერთოდ არ ითვალისწინებენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად უწყიან ამან შეიძლება, უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მათ ურთიერთობებზე. ეგოისტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ზნეობრივი ნორმები მისთვის არ არის შექმნილი და მის გარდა ყველას ეხება.


image


დამსახურებული პირველი ადგილი მუდმივად "დაზარალებულებს"-
ასეთი ადამიანები მუდმივად მსხვერპლის როლს ირგებენ. მისთვის ნებისმიერი უმნიშვნელო რამ, შესაძლოა წუხილის მიზეზი გახდეს. ამ ტიპის ადამიანები ეძებენ მას, ვინც მათ პრობლემებს თავის თავზე აიღებს. როდესაც ასე არ ხდება და პარტნიორი არ ასრულებს "დაკისრებულ მოვალეობას" ან ვერ ამართლებს მოლოდინს, "დაზარალებული" ახალი პარტნიორის ძიებას იწყებს. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!






image


10 ნიშანი იმისა, რომ იდეალური ქმარი გყავთ!


6 რამ, რაც არასოდეს არ უნდა გაუკეთოთ ან უთხრათ მამაკაცს!








0
170
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0