x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მაჰათმა განდი ქრისტიანობაზე

image



მამას მუსლიმანი მეგობრებიც ჰყავდა, რომლებიც თავიანთ რელიგიაზე ესაუბრებოდნენ. ისიც მუდამ პატივისცემით, ხშირად ინტერესითაც კი, უგდებდა მათ ყურს. როგორც მის ექთანს, ხშირად მიწევდა იმ საუბრებზე დასწრება. ყოველივე ამან ერთად ყველა რწმენის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება ჩამინერგა.


იმ დროს ჩემთვის ერთადერთ გამონაკლისს ქრისტიანობა წარმოადგენდა. ის რაღაცნაირად მზარავდა და არცთუ უმიზეზოდ. იმ ხანებში ქრისტიანი მისიონერები საშუალო სკოლის კუთხეში დგებოდნენ და დაგვიხელთებდნენ თუ არა, ინდუსებსა და მათ ღმერთებს აბუჩად იგდებდნენ. ამის ატანა არ შემეძლო. დაახლოებით იმავე დროს ერთი ცნობილი ინდუსის ამბავი შევიტყვე, რომელიც გაქრისტიანებულიყო. ქალაქში ხმა გავარდა, როცა მოინათლა, ხორცი აჭამეს და ღვინო დაალევინესო, ტანისამოსის შეცვლა მოუხდა და მას მერე ევროპულ ტანისამოსში გამოწყობილი დადისო, თან ქუდიც ევროპული ახურავსო. ამან ნერვები ამიშალა. ვფიქრობდი, აღმსარებლობა, რომელიც ხორცის ჭამას და ალკოჰოლის სმას გაიძულებს, რა თქმა უნდა რელიგიის სახელსაც არ იმსახურებს მეთქი. ისიც შევიტყვე, რომ ახლად მოქცეულს უკვე საკუთარი წინაპრების რწმენის, ადათებისა და ქვეყნის აბუჩად აგდება დაეწყო. ყოველივე ამის გამო ქრისტიანობა შემჯავრდა.


ნაწყვეტი მაჰათმა განდის ავტობიოგრაფიული წიგნიდან.

0
557
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0