x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რუსეთში დააკავეს კანიბალების ოჯახი,რომლებმაც 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს(+14)
imageკრასნოდარის მხარეში დააკავეს კაციჭამიების ოჯახი, წინასწარი მონაცემებით ისინი 1999 წლიდან ნადირობდნენ ადამიანებზე.


რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტმა დაადასტურა ეს ფაქტი.რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათი მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 7-იდან 30 ადამიანამდე მერყებდეს და ცოლ-ქმარი არა მარტო კლავდნენ მსხვერპლს, არამედ ანაწევრებდნენ და მისგან კონსერვებს ამზადებდნენ.


ჯერჯერობით სამართალდამცავებმა მხოლოდ 7 გვამს მიაგნეს.აღსანიშნავია, რომ საქმე სრულიად შემთხვევით გაიხსნა.ყუბანში ასფალტის დაგების დროს მუშებმა იპოვეს მობილური ტელეფონი სადაც საზარელი ფოტოები იყო განთავსებული.


სურათებზე ქალი და კაცი დანაწვერებულ გვამებთან პოზირებდნენ.მეასფალტეებმა გაჯეტი პოლიციას ჩააბარეს, შესაბამისად სამართალდამცავებმა მალევე მიაგნეს ეჭვმიტანილებს.


image


წინასწარი მონაცემებით კაციჭამიების მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 30-მდე გაიზარდოს.ცოლ-ქმრის სახლის ჩხრეკის დროს ჯერჯერობით დანაწევრებული გვამებით სავსე 5 პაკეტს მიაგნეს, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი კონსერვებს ამზადებდნენ.

image


ისიც გაირკვა, რომ ბრალდებულები, 35 წლის დიმიტრი.ბ(ბინებს არემონტებდა) და მისი მეუღლე ნატალია, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ სასწავლებელში მედდად მუშაობდა, ჯერ კიდევ 1999 წლიდან იტაცებდნენ, კლავდნენ და შემდეგ ჭამდნენ ადამიანებს.ტრადიციულად ეთილის და კორვალოლის ნაზავით თიშავდნენ მსხვერპლს, შემდეგ კი იტაცებდნენ.


ჯერჯერობით სამართალდამცავებმა ბრალდებულებს მხოლოდ ერთი მკვლელობა დაუმტკიცეს, გამოძიება გრძელდება.

image

იხილეთ კრიმინალური ამბები

6
231
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
231
  
2017, 26 სექტემბერი, 11:34
შეიძლება სისხლი გჭირდებოდეს და გადასხმაზე დადიოდე, მაგრამ როცა ადამიანს კლავ და მთლიანად ჭამ ცოცხლად... ეს უკვე შიზოფრენიაა.
2017, 26 სექტემბერი, 11:33
სულ გარეკეს. პაპუასები გამახსენდა. უჰ... ამაზე კიდევ ვამპირები გამახსენდა... ამ გიჟუებს ვამპირიც კი ჯობია. ვამპირს სიცოცხლისთვის სჭირდება ადამიანის სისხლი, უფრო ზუსტად კი ჰემოგლობინი. ამათ რაში სჭირდებათ ადამიანის ხორცი და სისხლი? ეს უკვე ფსიქიურია.
2017, 26 სექტემბერი, 10:12
იცი, რა მაგიჟებს ხოლმე? ასეთების უფლებებსაც რომ იცავენ და ციხეში სასათბურე პირობებში ჰყავთ... იმ დამპალი ბრეივიკისა არ იყოს...
2017, 25 სექტემბერი, 14:33
სასამართლოს გარეშე "ჩაქოლვა საჯაროდ"...
0 1 6