x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ მოხიბლა ბოლნისელმა დავითმა პოლონური "ხმის" ჟიური და ვისი ძმაა იგი

image


ქართველი ნიჭიერი შემსრულებლები წარმატებით გამოდიან რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის და პოლონეთის მუსიკალური პროექტებში.


პოლონეთის ანალოგიის მერვე სეზონის, პოპულარული ვოკალური სატელევიზიო შოუს "ხმის "ჟიურის წევრები, ქართველმა მონაწილემ- დავით ადამაშვილმა მოხიბლა.



ბრმა კასტინგზე, დავით ადამაშვილმა შეასრულა სიმღერა “Angie",
ლეგენდარულ ბრიტანული როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნის რეპერტუარიდან. ჟიურის წევრები გაოცებულნი იყვნენ ქართველი მომღერლის ჰაეროვანი, მშვენიერი და ლამაზი ხმით, რომელსაც თან ახლდა აკუსტიკური გიტარა.




პირველივე მომენტში, როცა დავითმა დაიწყო სიმღერა, ჟიურის ორი წევრი მაშინვე შემობრუნდა. მისი შესრულების დასასრულს, სანუკვარ ღილაკს ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა დააჭირა.


დავით ადამაშვილი 23 წლისაა. იგი ბოლნისში, (ქვემო ქართლი) მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედა- ხათუნა ქარაია მუსიკალური და პოეტური ნიჭით არის დაჯილდოებული, რომელმაც არაერთი სიმღერა დაწერა ბოლნისზე, იგი არის 2017 წლის ბოლნისის ჰიმნის ტექსტის თანაავტორი.



დავითი არის მომღერალ-შოთა ადამაშვილის ძმა. ქართულმა საზოგადოებამ იგი გაიცნო 2014 წელს, საქართველოს მუსიკალურ პროექტ- X ფაქტორში.


image


დავით ადამაშვილის მუსიკალური სტილის შემცველია ინდი-ფოლკი, ბლუზი, როკი, ჯაზის და პოპის მოტივები.

2017 წლის თებერვალში დავითი ვარშავის ტელეარხ TVN-ზე, დილის შოუს სტუმარი გახდა, სადაც სიმღერა “შორს სახლიდან" შეასრულა.


image


წარმატება ვუსურვოთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რადგან ყოველი ჩვენთაგანის წარმატება–ქვეყნის წარმატებაა.


0
71
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0