x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
შტეფან ცვაიგი ქართველების შესახებ

image



"გრიგოლ რობაქიძის რომანის სახით ჩვენს წინაშე წარმოსდგა უცნობი - ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში, და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული და სპარსული ზეგავლენის ქვეშ... ეს ერი დედამიწის ერთ ერთ უშესანიშნავეს გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა და ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის. ამ წიგნიდან გავიგე, რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რაოდენ აღსავსეა ჰეროიზმით და ამავე დროს რა გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ახლა ჩვენს წინაშე სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოდგა, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ერი ნამდვილად მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, როცა აღწერას და მოყოლებას იწყებს. ამ რომანში... არის რაღაც ქაოტური, ძველისძველი ლეგენდებიდან და ბალადებიდან ამოკრებილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში... მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა... ფანტაზიას უფრო და უფრო ხიბლავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებული ტაშკენტი და თბილისი... ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს... მეცნიერულ სამყაროში მითოსის შემოქმედებითი არსებობა ისევ ისე გრძელდებოდა".

0
1014
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1014
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0