x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
თამაზ ჯოლოგუასა და თამარ მიქაძეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია გადაეცათ

image

2017 წლის 23 სექტემბერს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამაზ ჯოლოგუასა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, მწერალ თამარ მიქაძეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია გადაეცათ. პრემიას ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტი იმ პირებს გადასცემს, ვისაც მუნიციპალიტეტისა და დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. პროფესორი თამაზ ჯოლოგუა დიდი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანის - დიმიტრი ყიფიანის შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორია. ასევე მწერალ თამარ მიქაძის ავტორობით დიმიტრი ყიფიანისა და მისი შთამომავლების ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ალბომი გამოიცა, გამოქვეყნდა სტატიები. იგი დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალია.

“ინტერმედია" მათ ულოცავს დამსახურებულ პრემიებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0