x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილ ნახატებში დამალული 5 საიდუმლო
ხელოვნება მხოლოდ შთაგონების წყარო კი არა, დიდი საიდუმლოც არის. მხატვრები ხშირად ამატებენ უცნაურ დეტალებს ნახატებში ან ტოვებენ მინიშნებებს, რომელთა დანახვა ნამუშევრის დათვალიერების პირველ ჯერზე შეუძლებელია.


სტატიაში გთავაზობთ 5 ცნობილ ნახატს, რომელთა საიდუმლოთა ამოხსნამაც შესაძლოა გაგაოცოთ კიდეც.



1. სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველება

იტალიელმა მკვლევარმა საბრინა სფორზა გალიციიამ უჩვეულო მოსაზრება გამოთქვა ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატის "საიდუმლო სერობის" შესახებ.



ის დარწმუნებულია, რომ ავტორმა ნახატში დატოვა მინიშნება, რომლის მიხედვითაც სამყაროს დასასრული 4006 წლის 21 მარტს იქნება. ამ დასკვნამდე მისასვლელად მკვლევარმა გაშიფრა ნახატის მათემატიკური და ასტროლოგიური კოდი.

image


ეს "საიდუმლო სერობის" ერთადერთი საიდუმლოება არ არის. ქრისტეს ხელები მოციქულის ხელებთან და პურის ნაჭრებთან ერთად ერთგვარ მუსიკალურ ჩანაწერს ჰგავს (იხილეთ ქვედა ფოტო).

image


ვიდეოში შეგიძლიათ, მოისმინოთ, როგორ ჟღერს "საიდუმლო სერობის" გაშიფრული მელოდია.



2. სამყარო ყვითელ ფერებში

ვან გოგის თითქმის ყველა ნახატში დომინანტური ფერი ყვითელია. პროფესორ პოლ ვოლფის თქმით, ვან გოგის ჰქონდა ეპილეფსია, რომლის გვერდითა მოვლენაც ფერების აღქმის ცვლილებაა. შესაძლოა, მხატვრის ცხოვრება სწორედ ისეთი იყო, როგორსაც მის ნახატებში ვხედავთ.

image



3. არასწორი ყური

ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთ ნახატში "ავტოპორტრეტი შეხვეული ყურით და ჩიბუხით" ჩანს, რომ მას მარჯვენა ყური აქვს დაშავებული. სინამდვილეში, მან მარცხენა ყური მოიჭრა. შეუსაბამობა იმით არის ახსნილი, რომ ვან გოგი ავტოპორტრეტს სარკიდან იხატავდა.

image



4. ნახატი ნახატის ქვეშ

თუ თქვენ კარგად დააკვირდებით პიკასოს "მოხუც გიტარისტს", ქალის ბუნდოვან სილუეტს შეამჩნევთ მამაკაცის სახის უკან. მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან ნახატს ინფრაწითელი და რენტგენის სხივები დაანათეს, სხვა რამდენიმე სილუეტიც აღმოაჩინეს მთავარი ნახატის ქვეშ.

გავრცელებული აზრით, მხატვარს არ ჰქონდა საკმარისი ფული ახალი ტილოების საყიდლად და ძველ ნახატებზე ზევიდან ხატავდა ახალს.

image



5. შურისძიება შეყვარებულებზე

"ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი" ანუ "ოქროს ადელი" გუსტავ კლიმტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია. მხატვარს ქალის დახატვა მისმა მეუღლემ - ფერდინანდ ბლოხ-ბაუერმა დაავალა. მან გაიგო, რომ ცოლს გუსტავ კლიმტთან რომანი ჰქონდა და დარწმუნებული იყო, ასობით ჩანახატის გაკეთების შემდეგ მხატვარს შესძულდებოდა ქალი.

რუტინულად მუშაობამ მართლაც გააცივა გრძნობები ადელსა და გუსტავ კლიმტს შორის.

image

2
1701
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
1701
  
2017, 25 სექტემბერი, 0:00
დიდი მადლობა^^
2017, 24 სექტემბერი, 19:24
განსხვავებულ, მაგრამ საინტერესო სტატიებს დებთ...
0 1 2