x
image
ნათია ჩხობაძე
უცნაური და საინტერესო ადამიანების ისტორიები

მსოფლიოს ჰყავს უცნაურად ნიჭიერი, ძლიერი და საინტერესო ადამიანები, უცნაური ისტორიებით. მოდი შევეხოთ რამდენიმე მათგანს.
მიშელ ლოტოტა გრენობლისაგან (საფრანგეთი) ცნობილი იყო, როგორც ყველაფრის მჭამელი.ის თავის გამოსვლებში შთანთქავს ლითონის, შუშის, რეზინისა და სხვა მასალებისგან დამზადებულ ნივთებსა თუ დიდგანზომილებიან საგნებს . ერთხელ მან მთელი თვითმფრინავი "ცესნა150" შეჭამა.
image


რამა ბახარადურა ბანჯანი-ახალდაბადებული ბუდაა. როგორც ბიჭი ამბობს, მან უწყვეტი მედიტაციის პერიოდში საკვებისა და წყლის გარეშე ექვსი თვე გაძლო. ახლა ის ხის ქვეშ ზის, თვალები დახუჭული აქვს და მის სახეზე არანაირი ემოცია არ წაიკითხება.
ახალი ბუდას გამოჩენით ხალხი შეწუხებულია ნეპალში და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ბიჭის სანახავად ნეპალის სამხრეთით, დედაქალაქიდან 160 კმ დაშორებით ათასობით ჩავიდა. არავინ იცის საქმე აფიორასთან აქვთ თუ სასწაულთან, მაგრამ ფაქტი ერთია: როცა ღამით მას მიუახლოვდნენ ექიმები, შეამჩნიეს, რომ ბიჭი სუნთქავს, როგორც ნორმალური ადამიანი.
ბიჭის დედა, რომელმაც თავისი სახელით ვერ შეძლო ახალი ბუდას დაბადება, არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. მისი სახელია მაია დევი, ისევე როგორც ქალის, რომელმაც ნამდვილი ბუდა შექმნა.
ბიჭის დედა ამბობს, რომ:ის ყოველთვის წყნარი ბიჭი იყო "თავდაპირველად მე შეშფოთებული ვიყავი მის გამო, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ", -ამბობს ის.image
image


შემდეგი ადამიანი, რომლის ისტორიაც უნდა დავწერო არ არის არც წმინდანი და არც განსაკუთრებული მორწმუნე, მაგრამ მის გადარჩენას ნამდვილად ვუწოდებდი სასწაულს. ეს არის ინდოელი მამაკაცი, ყოფილი ელექტრიკოსი, რომელმაც მიიღო მაღალი ძაბვის ელექტრო შოკი. განიცადა სერიოზული დამწვრობა თავის მიდამოებში, მაგრამ გადარჩა. კანი თავზე იმდენად დამწვარი იყო, რომ რამდენიმე თვეში ის ჩამოეშალა. მამაკაცს თავის ქალის ნახევარი მოწყდა და ჩამოუვარდა. ექიმებს ეგონათ, რომ პაციენტი განწირული იყო სიკვდილისთვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ მის ადგილას ახალი იწყებდა ზრდას. ექიმებმა დაადგინეს, რომ თავის ქალის გარსს აღდგენის ფუნქცია აქვს. შესაბამისად ინდოელ მამაკაცს ახალი თავის ქალა ჩამოუყალიბდა და თავს შესანიშნავად გრძნობს. თავის ტვინის უჯრდებიც სასწაულებრივად გადარჩა და არ დაზიანებულა.
image
სანჯუ ბაგატა უცნაური თავისი მუცლის წყალობით გახდა. მას ისეთი მუცელი ჰქონდა, როგორც ქალს ორსულობის მე-9 თვეში და ძლივს სუნთქავდა. 1999 წელს მისი პრობლემა მოგვარდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებს ეგონათ, რომ მას გიგანტური სიმსივნე ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება.
ექიმებმა ბაგატას მუცლით ამოიყვანეს არსება, რომელსაც კარგად განვითარებული კიდურები ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ბაგატამ თავისი ტყუპისცალი დაბადა. ექიმების თქმით მას ჰქონდა ერთ-ერთი უიშვიათესი ანომალია, როცა ნაყოფში ნაყოფი განვითარდა და განიცადა მუტაცია. შედეგად ის 36 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ძმის ორგანიზმში.image
შოიჩი იოკოი ემალებოდა ომს 28 წელი.image1941 წელს იგი კუნძულ გუამაზე გააგზავნეს. ამერიკელებმა დაიკავეს გუამა 1944 წელს და იაპონელები გააძევეს. იოკოი კი ისე დაიმალა, რომ ვერც მტერმა და ვერც თავისიანებმა ვერ იპოვეს. 1972 წლის 24 იანვარს ის შემთხვევით იპოვეს. აღმოჩნდა, რომ იოკიო მიწისქვეშა გამოქვაბულში იმალებოდა და არ იცოდა, რა ხდებოდა მსოფლიოში. მან შემთხვევით გაიგო, რომ ომი დასრულდა.
imageმე ვიყავი ძალიან დაბნეული, როდესაც დავბრუნდი ცოცხალი ", - თქვა" მან იაპონიაში დაბრუნების შემდეგ.



0
252
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0