x
image
ნინო დვალაშვილი
ირაკლი ზაქარეიშვილი: "სანდრო გირგვლიანი პროზექტურიდან დასახიჩრებულ-დამუშავეული მიიტანეს და ტყეში დააგდეს!
image ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალური ქსელით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს: "საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზოდენტო, გაცობებთ, რომ ე.წ, „გირგვლიანის საქმე" რეალურად გახსნილია! უტყუარად არის დადგენილი, რომ მოცემულ საქმეზე განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, უხეშად გაყალბდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოძიება გაზრახ წარიმართა არასწორი მიმართულებით. კერძოდ: შეცვლილი იქნა
გვამის აღმოჩენის დრო და ვითარება: ადგილი, სადაც თითქოს ალ. გირგვლიანის გვამს „მიაგნეს", არ არის მისი გარდცვალების
ადგილი. გაყალბებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები: აღმოჩნდა, რომ გრდაცვლილის სხეულზე არსებული მრავლობითი ღრმა დაზიანებები მიყენებულია სიკვდილის შემდეგ, ხოლო გვამთან მიმართებაში განხორციელებულია მანიპულაციები,
დამუშავებულია და მიტანილია ოქროყანის ტყეში. გაირკვა ისიც, რომ - ალ. გირგვლიანის მეგობრები, საქმის გამომძიებელი, ბადრი პატარკაციშვილის „"სტანდარტ-ბანკის ხელმძღვანელი, აგრეთვე - ელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ენმ-ს ზოგიერთი ლიდერი და მათთან დაახლოებული პირები - ერთ სამეგობრო სანათესაო წრეს წარმოადგენდნენ და ამა თუ იმ ფორმით
მონაწილეობდნენ „საუკუნის გაყალბებაში." ე.წ. „გირგვლიანის
საქმე" პოლიტიკური სპექტაკლის სახით დაიდგა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის საპეცსამსახურების დაკვეთით, შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირთა ორგანიზებით (ბაღათურია, კუპატაძე, ბოხუა და სხვ.) და ბადრი პატარარკაციშვილის საინფორმაციო-ფინანსური უზრუნველყოფით. ცხადია, ყოველივე გახლდათ პოლიტიკური დივერსია და
ემსახურებოდა მიზანს - დარტყმა მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის, ჩამოეშალათ სახელისუფლებო სტრუქტურების ეფექტური მუშაობა; დაესუსტებინათ დაზვერვითი, კონტრდაზვერვითი, ანტიკორუფციული და ანტიკრიმინალური მიმართულებები; მძლავრი პროპაგანდისტული
მანქანის ამოქმედებით, გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ განწყობებზე. ბატონო პრეზიდენტო, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშულ ახლადგამოვლენილ გარემოებებთან მიმართებაში ორგანიზებულად ხორციელდება საინფორმაციო და პოლიტიკური ბლოკადა, რაც ხელს
უშლის სიმართთლის გავრცელებას იმ ზესკანდალურ და გაყალბებულ საქმეზე, რომლის პოლიტიკურმა შედეგებმაც ძირს დასცა ქართული სახელმწიფო. თქვენო აღმატებულებავ - ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით გამაჩნია მტკიცებულებები და მზად ვარ წარვუდგინო ყველა დაინტერესებულ პირს.
* * *
პატივისცემით, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი
23.09.2017 წ."


image



გარდა ამ განცხადებისა, იურისტი ირაკლი ზაქარეიშვილი ე.წ "
გირგვლიანის" საქმესთან დაკავშირებულ ჩვენებებსა და მტკიცებულებებსაც ასაჯაროებს: "პროზექტურიდან დასახიჩრებულ-დამუსავეული მიიტანეს და დააგდეს ტყეში!
ნახეთ:
1. წყლის ზემოქმედების კვალი!
2. სისველე გულ-მკერდზე და მარცხენა ძუძუს საპროექციო არეში წყლის ზემოქმედების კვალი!
3. შეუძლებელია ცოცხალ ადამიანს ერთსადაიგივე ადგილას გისოსის ფორმით მიაყენონ ჭრილობა!
4. ღრმა "სუფთა" ჭრილობა სისხლის და შედედების გარეშე!"


image


ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანს ხელით დახრჩობის კვალიც ეტყობა.




image
როგორც ჩანს, ირაკლი ზაქარეიშვილი დიდი ხანია აღნიშნულ საქმეს იძიებს და მასალები დეტალურად აქვს შესწავლილი. საინტერესოა, რა გამოხმაურებას ჰპოვებს მისი საჯარო პოსტები და დაიწყება თუ არა საქმის ხელახალი მოკვლევა.

0
361
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0