x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
,,ხაშურობა 2017" ანსამბლ ,,ერისიონისა" და ჯგუფ ,,მგზავრების" კონცერტით აღინიშნა

ქალაქ ხაშურის მთავარი დღესასწაული 2017 წლის 23 სექტემბერს გაიმართა. “ოქროს შემოდგომა" ხაშურის უკვე ტრადიციად ქცეული დღეობაა, სადაც ხაშურში მოქმედი ანსამბლები, მუსიკალური სტუდიები, ადგილობრივი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას. აქ ხდება ხაშურის მოქალაქეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შიდა ქართლში დამზადებული სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამოფენა და ა.შ. წელს “ხაშურობა" ქალაქის ცენტრალურ პარკში და მიმდებარე ქუჩებზე გაიმართა. ესწრებოდნენ ქალაქ ხაშურის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ევროპის ქვეყნებიდან, იყვნენ სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საკუთარ შემოქმედებას წარადგენდნენ ხაშურის მუსიკალური სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. გამოფენილი იყო ხატწერის სკოლა-სახელოსნო “მანდილიონის" პედაგოგის - ირაკლი ლიჩელის და მისი მოსწავლეების დაწერილი ხატები, აგრეთვე ა/ო სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი “თანამონაწილეს" პროექტ “დამოუკიდებელი ქალის" ფარგლებში დამზადებული ნივთები. პროექტს უკვე რამდენიმე წელია ლიტვის საელჩო აფინანსებს, რომელსაც დიანა გელაშვილი უძღვება.
ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ხაშურის საპატიო მოქალაქეები, გაიცა დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია მუნიციპალიტეტის წინაშე დამსახურებისთვის. დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ჯოლოგუა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი თამარ მიქაძე.
“ხაშურობა 2017" ანსამბლ “ერისიონისა" და ჯგუფ “მგზავრების" კონცერტით დაგვირგვინდა, რამაც ხაშურელთა განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.


გიორგი ჩუბინიძე
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0