x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რომც გაიმარჯვოს, კლასში ვერ ვიტყვი"- რატომ არიან მშობლები კინგსის ოლიმპიადით უკმაყოფილო
image


8 წლის თორნიკემ გასულ სასწავლო წელს კინგსის ოლიმპიადაზე პირველად მიიღო მონაწილეობა და ფინალში დიპლომიც აიღო. წელს კი, ამ გზის გასავლელად მას 72 ლარის გადახდა მოუწევს...


ახალ ფორმატზე გადასვლის შესახებ მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა წელს ზაფხულში შეიტყვეს.


კინგსი განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებაა II-XII კლასებისთვის 3 საგანში: ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა. საქართველოს გარდა კინგსის საგანამანათლებლო აქტივობები იმართება პოლონეთში, ლიტვასა და ესტონეთში. სტატისტიკურად ცნობილია, რომ საქართველოში ყოველი მე-4 მოსწავლე კინგსელია.



image


2016 წელს კინგსმა "ხალხის რჩეული" ორგანიზაციის ნომინაციაში გაიმარჯვა ბიზნეს დაჯილდოების 523 წამყვან კომპანიას შორის.


2017 წლის შემოდგომის სეზონიდან კი ორგანიზაციამ სრულიად ახალი ფორმატი შემოგვთავაზა: მან სკოლის მოსწავლეებისთვის კინგსის სასწავლო პროგრამა შექმნა, რომელიც სამ მიმართულებას - ონლაინ სასწავლო პლატფორმას, ელექტრონულ სახელმძღვანელოებსა და საოლიმპიადე აქტივობებს მოიცავს.


რას ნიშნავს რეალურად ყოველივე ეს და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?


image


თავად იდეა იმისა, რომ თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ონლაინ პლატფორმა შეიქმნება და მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალიწინებით მოხდება სავარჯიშოების შერჩევა, რა თქმა უნდა მისასალმებელია. ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარად "სახლში ელექტრონული მასწავლებლის შესვლას" უდრის.


მისაღებია ასევე თამაშზე დაფუძნებული მეთოდები, რომელსაც კინგსი მოსწავლეებს პირდება.


"თამაშის სახით შექმნილი ონლაინ ტესტირება (თამაშის ამსახველი კადრები ჩანს როგორც ფოტოებში, ისე ჩვენს "cover" ფოტოსა და ვიდეოში), მოსწავლეები სხვადასხვა კუნძულის დასაპყრობად აკეთებენ საგნობრივ ტესტებს, რომელთაც მოჰყვება ახსნა-განმარტებები და თუ მოსწავლე დაუშვებს შეცდომას, შეუძლია ნახოს როგორ უნდა მისულიყო სწორ პასუხამდე და რატომაა ესა თუ ის პასუხი სწორი. დავალებები ემსახურება პრაქტიკის საშუალებით მოსწავლის ცოდნის განვითარებას და აბსოლუტურად მიჰყვება ეროვნულ სასწავლო გეგმას" - ასეთ პასუხს იძლევა კინგსი ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე დასმულ შეკითხვაზე.


image


მაგრამ არის სამი, მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე, რომელიც მშობლების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს:


1. ამ ყველაფრის შესასრულებლად ბავშვს ინტერნეტზე წვდომა სჭირდება, რისი საშუალებაც ბევრს არა აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში.


2. ერთწლიანი პროგრამის სრული პაკეტი, რომელიც სამ საგანში საგანმანათლებლო და საოლიმპიადე აქტივობებსა და ონლაინ სახელმძღვანელოებს მოიცავს, 120 ლარი ღირს (აქტიური კინგსელებისთვის 48 ლარის შეღავათი გაკეთდა). ნახევარი წლით იგივე პროგრამის ღირებულება 70 ლარია, ხოლო მხოლოდ ერთ საგანში სრული წლის პაკეტის შესაძენად 55 ლარია საჭირო (აღნიშნული პაკეტი სრულად უფინანსდებათ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც აქვთ 30 000 ქულა ან ნაკლები).


აღსანიშნავია, რომ კინგსის ოლიმპიადის მე-2 ტური აქამდეც ფასიანი იყო და გასულ წელს მისი ღირებულება საგანზე 18 ლარს შეადგენდა. თუმცა, დღევანდელტან შედარებით ეს თანხა არც თუ ისე დიდი იყო და თან მოსწავლე მას ეტაპობრივად - ყოველი მეორე ტურის დაწყების წინ იხდიდა.


გასაკვირი არ არის, რომ მშობლების დიდი ნაწილის უკმაყოფილება სწორედ ამ სიახლემ გამოიწვია, რადგან პაკეტის არშეძენის შემთხვევაში, მოსწავლე ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ შეძლებს.


3. მშობელთა და მასწავლებელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმითაც, რომ პლატფორმით სარგებლობისთვის მოსწავლეს საკმაოდ დიდი ხნის გატარება მოუწევს კომპიუტერთან. ეს კი არც თუ ისე სახარბიელოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებისთვის.


ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ბავშვებმა რაც შეიძლება ცოტა დრო გაატარონ კომპიუტერთან და თუ სამეცადინოდ ისევ მონიტორთან ჯდომა დასჭირდებათ, ამას ნამდვილად ვერ მივესალმებით, - აცხადებენ მშობლები.


ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კინგსის ახალი ფორმატი, მართალია ინოვაციური და მოსწავლეზე მორგებულია, მაგრამ ისმის შეკითხვა - იქნება თუ არა იგი ამის შემდეგ საყოველთაო, რადგან, პირობებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ნამდვილად ვეღარ იქნება.


image


"მე შევიძინე სრული პაკეტი, წმინდად ინტერესის გამო, ვნახავ აბა რას გვთავაზობენ. თორკინეს კლასიდან მხოლოდ ორმა შევიძინეთ, არადა შარშან ათამდე ბავშვი იყო გასული კინგსზე. ყოველი ტურის შემდეგ კლასში განიხილავდნენ საკითხებს, ფინალში გადასვლაც კლასში იზეიმეს. წელს კი ასე ვეღარ იქნება. ფინალში რომც გავიდეს და რომც გაიმარჯვოს ალბათ კლასში ამაზე საერთოდ ვერ დავილაპარაკებ, რადგან სხვებს გული დასწყდებათ, მონაწილეობა რომ ვერ მიიღეს..." - ამბობს თორნიკეს დედა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. "ემილიომანია" ანუ სახიფათოა თუ არა ბავშვისთვის სხვისი გართობის ვიდეოების ყურება

image


2. საშინაო დავალება ბავშვებისთვის საზიანოა! - გასაოცარი სიახლე, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

image


3. ამ მასწავლებელმა ერთადერთი რამ გააკეთა და ყველაზე რთული მოსწავლეებიც კი დააინტერესა

image


4. მათემატიკის მასწავლებლის მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა - ასეთი უნდა იყოს

image


5. როგორ აუხსნა პირველკლასელებს მასწავლებელმა ქალსა და კაცს შორის განსხვავება

image


6. რამდენი ხანი უნდა დაუთმოს საშინაო დავალებას მოსწავლემ - ეს მეცნიერულად დამტკიცებულია!

image


7. თანამედროვე დედის წერილი შვილს - აი, რა სჭირდებათ დღევანდელ ბავშვებს!

image


0
301
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0