x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ცისანა ტატიშვილი
image79 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პრეს ცენტრი ავრცელებს:"თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს მომღერლის ოჯახს და მთლიანად მუსიკალურ სამყაროს."


ცისანა ტატიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1937 წლის 30 დეკემბერს.1963 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (გ. ქართველიშვილის კლასი). ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გახდა. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში. ასეთებია: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი (დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნხენი, კელნი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო. ასევე, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი.


ცისანა ტატიშვილს შესრულებული აქვს შემდეგ საოპერო არიები: ეთერი, მარო (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ლიზა (პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ლეონორა, აიდა, ამნერისი, დეზდემონა, ამელია (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“), ტოსკა (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), სანტუცა (პიეტრო მასკანის „სოფლის პატიოსნება“) ელიზავეტა, ებოლი (ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“), სენტა, ჰერტრუდა (რიხარდ ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“, „ლოენგრინი“), ჯუზეპე ვერდი „რეკვიემი“, ლაურეტა (ჯაკომო პუჩინი „ჯანის კიკი“), სალომეა (რიხარდ შტრაუსის „სალომეა“) და სხვა.


ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.


image


მომღერლის ჯილდოები და წოდებები:

შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია;


ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი;


ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი;


ღირსების ორდენოსანი;

საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ;


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი;


შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერი;


ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი;


ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე;



2010 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.




image

იხილეთ სხვა კულტურული სიახლეები

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0