x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72031
  • ვიდეო:325224
  • სურათი:427382
მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი არმიები

ვის ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია? ამის ზუსტი გაგება მხოლოდ ომის შემთხვევაში შეიძლება. რაც რა თქმა უნდა, არასასურველია. სპეციალისტებმა შექმნეს სამხედრო ძალის გლობალური ინდექსი, რომელიც შეიცავს 50–ზე მეტ ფაქტორს, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობას, სამხედრო ბიუჯეტს და სხვა.

მაშ ასე, ვნახოთ ვინ შევიდა ათეულში


image


თურქეთი


image


ბიუჯეტი: $18, 2 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 41, 6 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 3, 778
ავიაცია: 1, 020
წყალქვეშა ნავები: 13


თურქეთის არმია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთერთი უდიდესია. მიუხედავად ავიამზიდების არქონისა, წყალქვეშა ნავების რაოდენობით ხუთეულში შედის, ძლიერი საჰაერო ფლოტი და დიდი სატანკო პარკი ყავს.


დიდი ბრიტანეთი


image


ბიუჯეტი: $60, 5 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 29, 2 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 407
ავიაცია: 936
წყალქვეშა ნავები: 10


მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს შეიარაღებული ძალების შემცირებას 2010–2018 წლებში, ის მაინც რჩება სამხედრო თვალსაზრისით ერთერთ უძლიერეს ქვეყანად.
2020 წლისთვის სამეფო საზღვაო ფლოტი ახალი ავიამზიდით – Queen Elizabeth – ით შეივსება, რომლის ასაფრენი ზოლი თითქმის 2 ჰექტარს უტოლდება.


იტალია


image


ბიუჯეტი: $34 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 3, 2 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 586
ავიაცია: 760
წყალქვეშა ნავები: 6



სამხრეთ კორეა


image


ბიუჯეტი: $62, 3 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 25, 6 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 2, 381
ავიაცია: 1, 412
წყალქვეშა ნავები: 13

აგრესიულმა ჩრდილოეთ კორეამ აიძულა სამხრეთ კორეა მუდმივად ზარდოს თავისი სამხედრო ძალები.


საფრანგეთი


image


ბიუჯეტი: $43 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 28, 8 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 423
ავიაცია: 1, 264
წყალქვეშა ნავები: 10



ინდოეთი


image


ბიუჯეტი: $50 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 615 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 6, 464
ავიაცია: 1, 905
წყალქვეშა ნავები: 15


ინდოეთი სამხედროების რაოდენობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს ჩამორჩება, მას აქვს აგრეთვე ატომური იარაღი.


იაპონია


image


ბიუჯეტი: $41, 6 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 53, 6 მილიონი
ბრონირებული მანქანები: 678
ავიაცია: 1, 613
წყალქვეშა ნავები: 16


იაპონიის არმიას საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა აქვს. ჩინეთთან და რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების გამო ქვეყანა შემდეგშიც აპირებს გააძლიეროს სამხედრო ძალები.


ჩინეთი


image
ბიუჯეტი: $216 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 749 მილიონი
ბრონირებული მანქანები:9, 150
ავიაცია: 2, 869
წყალქვეშა ნავები: 67


ჩინური არმიის სიძლიერე როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხის თვალსაზრისით განუხრელად იზრდება ბოლო რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში. ჩინეთს ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ ტანკების რაოდენობით და წყალქვეშა ფლოტით მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება.
ჩინეთმა წარმატებებს მიაღწია ბალისტიკური რაკეტებისა და მეხუთე თაობის თვითმფრინავების მოდერნიზაციის მიმართულებით.


რუსეთი


image


ბიუჯეტი: $84, 5 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 69, 1 მილიონი
ბრონირებული მანქანები:15, 398
ავიაცია: 3, 429
წყალქვეშა ნავები: 55


რუსეთის შეიარაღებული ძალები პირველ ადგილზეა ტანკების რაოდენობით, მეორე ადგილზეა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობით და მესამე ადგილზეა წყალქვეშა ნავების რაოდენობით.
2008 წლიდან კრემლის სამხედრო ხარჯები მესამედით გაიზარდა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში კიდევ 44% –ით გაიზრდება. რუსეთმა თავისი ძალა სირიის კონფლიქტში ჩარევითაც აჩვენა.


აშშ


image


ბიუჯეტი: $601 მილიარდი
ადამიანური რესურსები: 145 მილიონი
ბრონირებული მანქანები:8, 848
ავიაცია: 13, 892
წყალქვეშა ნავები: 72


ამერიკა თავდაცვაზე ხარჯავს ყველაზე მეტს– 601 მილიარდ დოლარს, რაც წინა ცხრა ქვეყნის დანახარჯების ჯამზე მეტია. ამერიკას ყველაზე მეტი 10 ავიამზიდი ჰყავს, პირველ ადგილზეა თვითმფრინავების რაოდენობით, მეწინავე ტექნოლოგიებით, დიდი რაოდენობის კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით.

ამას გარდა ყველაზე დიდი ატომური არსენალი გააჩნია.



0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0