x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოს დაუვიწყარი სილამაზე

image
მსახიობ კირა ანდრონიკაშვილს ერთხმად აღიარებენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად. პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, მისთვის კინო და კინოსტუდიაში სტუმრობა ბავშვობიდან უცხო არ იყო, რადგან მისი მამიდა ნატო ვაჩნაძე - ქართველი მსახიობი, 20-30-იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი, მეორე მამიდა კი კირა ანდრონიკაშვილი (ვის სახელსაც ატარებს) - კინომსახიობი და დუბლიაჟის რეჟისორი გახლდათ.

პირველად კინო სინჯზე 8 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლზე მიიწვია, თუმცა იმის გამო დაიწუნეს რომ გლეხის გოგოს არ გავდა.

უკვე პირველი როლი 12 წლის ასაკში შესარულა ფილმში "მაიკოვსკი იწყებდა ასე" (1958)კირა ა ფილმიდან "მაიაკოვსკი იწყებდა ასე"

ამის შემდეგ 20-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, რომელთა შორისაც გამორჩეულია: ნანა - ფილმიდან "ერთი ცის ქვეშ" ნოველა "მტრედები", ცირა - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ძაბული - "მთვარის მოტაცება". მედეა - "მოლანდება" და ა.შ კირა ან ფილმიდან " მე ბებია ილიკო და იალრიონი"
კირა ანდრონიკაშვილიკირა ანდრონიკაშვილი აღიარებულია ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად, ის დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და თავისი სილამაზის საიდუმლოდ გენეტიკასთან ერთად ხასიათსა და განწყობას მიიჩნევს. imageკირა ანდრონიკაშვილისტატიის ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

0
1118
6-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0