x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ქართველების გადაღებული ფილმი ჰოლივუდში 247°F

image247°F პირველი ფილმია, რომელიც ჰოლივუდის დაკვეთით გადაიღეს ქართველმა რეჟისორებმა "ლევან ბაბახიამ" და "ბექა ჯგუბურიამ" ეს ფილმი განხორციელდა საერთაშორისო აუდიტორიაზე. მონაწილეობენ ჰოლივუდელი მსახიობები Scout Tylor Compton, Christina Ulloa, Tyler Mane, Michael Copon, Travis Van Winkle. მისი ჩვენების უფლება უკვე 46-მა ქვეყანამ მოიპოვა, მსოფლიო პრემიერა კი 2012 წლის გაზაფხულზე იყო. ფილმის ოფიციალური ვებ გვერდია http://www.247f.com/ კინო უფრო ტრილერის ჟანრს მიეკუთვნება, ვიდრე საშინელებათა ჟანრს. მისი შინაარსი ეფუძნება საქართველოში მომხდარ რეალურ ისტორიას. 4 ახალგაზრდა მეგობარი ვიქენდის გასატარებლად ტბისპირა აგარაკზე გასართობად მიდის. ფილმის ძირითადი ეპიზოდი საუნაში ვითარდება. მხიარულება კოშმარად მას შემდეგ იქცევა, რაც საუნის კარის მოულოდნელი ჩაკეტვა გმირებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. დახურულ სივრცეში მომწყვდეულ ახალგაზრდებს ისღა დარჩენიათ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას გაუძლონ და რამდენიმე საათის განმავლობაში ტემპერატურას ებრძოლონ, რომელიც თანდათან 247 გრადუსს აღწევს. ფილმის ერთ-ერთ პლიუსად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მასში ვერ ნახავთ უამრავ რეკლამას, რომელიც საქართველოში ბოლო დროს გამოსულ ფილმებში საკმაოდ ჭარბობს.
ტრეილერში ნაჩვენები ეპიზოდების მიუხედავად, რომლითაც ერთი შეხედვით, კარგად ჩანს ფილმის შინაარსი, ბევრად მეტი საინტერესო ეპიზოდი ელოდება მნახველს. ვფიქრობ, ამ ფილმს ბევრი მაყურებელი ეყოლება და, შესაბამისად, საკმაო შემოსავალს მოუტანს მის შემქმნელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ კინოში უკვე შესაძლებელი ხდება თუნდაც მცირე ბიუჯეტით საინტერესო სიუჟეტის ხარისხიანად გადაღება.

1
675
3-ს მოსწონს
ავტორი:შავი
შავი
675
  
2012, 28 ნოემბერი, 14:39
ცუდი ფილმიააა
0 1 1