სხვა 24 წარმოუდგენელი და უცნაური ფაქტი მსოფილოს ისტორიაში 2017, 23 სექტემბერი, 16:54 1. ყველაზე დიდი შუალედი ტყუპებს შორის არის 87 დღე. 2. 2007 წელს ამერიკელმა კორი ტეილორმა სცადა სიკვდილი გაეთამაშა, რათა თავი დაეღწია მობილური ტელეფონის კონტრაქტისთვის, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. არ გამოუვიდა. 3. ყველაზე დიდი ფიფქის დიამეტრი, დაფიქსირდა, რომ 38.1 სმ-ია. 4. 1923 წელს ჟოკეიმ, ფრენკ ჰეიესმა დოღში გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მოკვდა. შუა დოღში მას გულმა დაარტყა, მაგრამ ის მაინც დარჩა უნაგირზე, სანამ მისმა ცხენმა ფინიშის ხაზი არ გადაკვეთა. 5. ყველას უნიკალური ენის ანაბეჭდი აქვს, ისევე, როგორც თითის ანაბეჭდი. 6. ქასუ მარზუ სარდინიული ყველია, რომელიც შეიცავს ცოცხალ მატლებს. მატლებს 5 ინჩზე ახტომა შეუძლიათ, როცა მათ მიირთმევენ, ამიტომ ისინი ხელით აკავებენ მათ, რათა არ შეახტნენ თვალებში. 7. დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მარტოსული ქმნილება ვეშაპია, რომელიც 2 ათწლეულია, რაც მეწყვილეს უძახის, მაგრამ მას იმდენად მაღალი სიხშირის ხმა აქვს, და ეს ხმა იმდენად განსხვავდება სხვებისგან, რომ ვეშაპები არასდროს უბრუნებენ პასუხს. 8. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს გემზე 6 კვირის განმავლობაში ჰყავდა ჩრდილოეთის ირემი, პოლიანა. (რომელიც რუსებმა აჩუქეს). 9. ჩრდილოეთის ლეოპარდისებრი ბაყაყი თავის მსხვერპლს თვალებით ყლაპავს. მათი მეშვეობით იგი აწვება საკვებს დაბლა თავიდან ყელისკენ. 10. პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე მოშარდა იყო ბაზ ალდრინი. 11. 1567 წელს, კაცმა თქვა, რომ მსოფლიოშო ყველაზე გრძელი წვერი ჰქონდა. როდესაც იგი ხანძრის თავდასაღწევად გამორბოდა, მისი წვერი ფეხებში გამოედო და დაიღუპა. 12. ცეკვის ციებ-ცხელება, 1518 წელს, იყო ერთ თვიანი ჭირი სტრასბურგში უმიზეზო, გაუგებარი ცეკვისა, რომელშიც ასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი ცეკვავდნენ ერთი თვის განმავლობაში გაურკვეველი. ზოგი კი სიკვდილის ბოლომდე ცეკვავდა. 13. სიგურდ ძლიერი, მეცხრე საუკუნის ძველი ნორვეგიელი გრაფი მოკლა მტერმა, რომლისთვისაც რამდენიმე საათით ადრე მოეჭრა თავი. ეს თავი ჩამოეკიდებინა ცხენის უნაგირზე და სახლისკენ გზაში მტრის გამოშვერილი კბილი წამოეკრა მის ფეხს, რის გამოც იგი ინფექციით მოკვდა. 14. დანიურ სოფელს, გიეტურნს, არ აქვს გზები. მისი შენობები დაკავშირებულია მხოლოდ არხებითა და ქვეითთა ხიდებით. 15. კენტუკში ადრე ლურჯკანიანი ადამიანების ოჯახი ცხოვრობდა. ფიქრობენ, რომ დღეს მათი შთამომავლები ლურჯი ფუგატები არიან. 16. არსებობს მყინვარი „სისხლი მოდის ანტარქტიდაზე, რომელიც ანთხევს წითელ სითხეს (სინამდვილეში ეს ჟანგიანი, მარილიანი წყალია. 17. ეიფელის კოშკის წვერი ნელ-ნელა მზის საპირისპიროდ იხრება, რადგან მეტალის ნაწილი, რომელიც მზეს უყურებს ცხელდება და იღუნება. შეიძლება 7 ინჩით შეიცვალოს მდებარეობა. 18. ა.შ.შ-ს ნაკრძალის მეტყევემ, როი სალივანმა რეკორდი დაამყარა ყველაზე ბევრჯერ მეხდაცემაში და გადარჩენაში. ის 1942-1977 წლებში 7-ჯერ გადაურჩა ელვას. 1983 წელს კი თავი მოიკლა. 19. ისტორიაში ყველაზე გრძელი წარმოდგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს წმ. ბუჩარდის ტაძარში, გერმანიაში. ჯონ ქეიჯის შესრულებით „ორგან²/რშნ (რაც შეიძლება ნელა)“ დაიწყო ჯერ კიდევ 2001 წელს და იგეგმება დამთავრდეს 2640 წელს. უკანასკნელად ნოტი შეიცვალა 2013 წელს, შემდეგი შეცვლა კი იგეგმება 2020 წელს. 20. კანადისა და ა.შ.შ-ს საზღვარზე არის ოპერის თეატრი, რომელშიც სცენა ერთ ქვეყანაშია, დარბაზის ნახევარი კი - მეორეში. 21. ქაცენქლავიარი („კატების პიანინო“) იყო მუსკიალური ინსტრუმენტი, დამზადებული კატებისგან. ის შექმნა მე-17 საუკუნის გერმანელმა სწავლულმა, ათანასიუს კირჰერმა. ეს პიანინო შედგებოდა კატების გალიების მწკრივებისგან, ამ კატებს კი, ხმის სხვადასხვა ტემბრი ჰქონდათ. კლავიშებზე თითის დაჭერით მათ კუდებს ღერძები ერჭობოდა და ისინიც „იკვრებოდნენ“. 22. არსებობს ერთადერთი მეგა-დასახლება ჭიანჭველებისა, რომელიც მოიცავს 3 კონტინენტს: ევროპის დიდ ნაწილს, ა.შ.შ.-ს დასავლეთ სანაპიროს და იაპონიის დასავლეთ სანაპიროს. 23. რომაელები კბილებს იწმენდნენ და ითეთრებდნენ შარდით. აშკარად მოქმედებდა, მაგრამ გთხოვთ ამას მაინც ნუ გააკეთებთ. 24. ეპიდემიური სიცილი, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდა, დაიწყო ტანგანიკაში (დღევანდელ ტანზანიაში) 1962 წელს. რამდენიმე ათასი ადამიანი დაავადდა ამ ეპიდემიით. საჭირო გახდა სკოლების დახურვა. თუმცა ეს სახალისო სულაც არ იყო - სხვა სიმპტომებში შედიოდა ტირილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი და ტკივილები. 381 3-ს მოსწონს
|