x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით (და არანაირი დიეტა)

imageეს მართლაც რომ წარმოუდგენელია! მხოლოდ ეს ორი ინგრედიენტი, რომელიც ყველა სამზარეულოში თუ არა, ნებისმიერ სუპერმარკეტში მოიძებნება, სამუდამოდ მოგაცილებთ ჭარბ წონას ყოველგვარი დიეტის დაცვის გარეშე.
ჭარბი წონის გარდა, ეს ეფექტური საშუალება პარაზიტებსაც ებრძვის და შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად ორი «პათოლოგიისგან» თავისუფლდებით.

მაშ, ასე, ამ უნიკალური და ეფექტური საშუალების მოსამზადებლად საჭიროა:

100 გრ. სელის თესლი
10 გრ. მიხაკი

მომზადება და გამოყენება:


I. დაფქვით და ერთმანეთს შეურიეთ ინგრედიენტები.

II. მიიღეთ ყოველ დილით, 2 სუფრის კოვზი, 3 დღის მანძილზე. შეგიძლიათ ეს ფხვნილი წყალში გახსნათ და ისე მიიღოთ, ან საუზმეს შეურიოთ.
III. შემდეგ, 3 დღე უნდა შეისვენოთ და ისევ სამი დღე მიიღოთ. და ასე გააგრძელოთ... 1 თვის შემდეგ, შედეგი უკვე შესამჩნევი იქნება და არა მხოლოდ ვიზუალურად.

image

სელის თესლი შეიცავს ლინოლენის მჟავებს (ომეგა-3), რომელსაც ხალხში ახალგაზრდობის ელექსირს ეძახიან. ომეგა-3-ის მჟავების სინთეზირება არა ხდება ჩვენი ორგანიზმის მიერ და ამიტომ, მისი მიღება გარედან არის აუცილებელი, ანუ საკვებთან ერთად. სელის თესლში 19 ამინომჟავა არის და ყველა შეუცვლელია.

გარდა ამისა, სელის თესლი მდიდარია:

ვიტამინებით: Е, А, С, К, В1, В2, РР, В4, В5, В6, В9, ბეტანი;

მიკრო და მაკროელემენტებით: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია, მანგანუმი, სპილენძი, სელენიუმი.
100 გრ. სელის თესლი შეიცავს: ცილებს – 18, 29 გრ. ცხიმებს – 42, 16 გრ. და ნახშირწყლებს 28, 88 გრ.
სელის თესლის რეგულარული მოხმარება გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე:

ამაგრებს იმუნიტეტს, არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და ებრძვის არსებულ დაავადებებს;
აჯანსაღებს გულს, არეგულირებს წნევას ჰიპერტონიის შემთხვევაში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს სისხლში შაქარის დონეს.
აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

დადებით ეფექტს იძლევა მოწამვლის შემთხვევაში.

სელი ხელს უწყობს ნაწლავების გაღიზიანების და ქსოვილების შეხორცების პროცესს.
სელი არეგულირებს ღვიძლის ფუნქციას და ამცირებს საკვები პროდუქტებიდან მავნე ნივთიერებების შეწოვის დონეს. ის ასევე აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას და არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს.
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც სელის თესლი შეიცავს, ხელს უწყობს კანის შეხორცებას ეგზემის, ფსორიოზის, სიმშრალის, აკნეს და კანის სხვა დაავადებების დროს.

ის ამაგრებს ფრჩხილებს და თმას, ამცირებს თმის ცვენას.

უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, სელის თესლის მიღება არ შეიძლება:

ქალებისთვის ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში და საშვილოსნოს კედელზე ფიბრომის ან კისტის არსებობის შემთხვევაში;

მამაკაცებისთვის, პროსტატიტთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში;

მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს: ქოლეცისტიტი, კოლიტი, პანკრეატიტი;

ვისაც კენჭები აქვს ნაღვლის ბუშტში;

image

მიხაკის შემადგენლობა იმდენად მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვა ნივთიერებებით, რომ მაშინვე გასაგები ხდება, თუ საიდან აქვს მიხაკს ასეთი ძლიერი სასარგებლო თვისებები.

100 გრ. მიხაკი შეიცავს: ცილებს – 6 გრ, ცხიმებს – 20 გრ, ნახშირწყლებს – 27 გრ. მისი მესამედს არის ცელულოზაა – საჭირო საკვები ბოჭკოები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნაწლავებზე. ამ სანელებლის შემცველობაში ასევე არის ნაცარი, წყალი (6 გრ. 100 გრ-ზე). ხოლო დაახლოებით 20% – ეთერზეთებია.

ვიტამინების შემადგენლობით იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ნებისმიერ მულტივიტამინურ კომპლექსს შეშურდება. გამხმარი ყვავილის შემადგენლობაში არის: ბეტა-კაროტინი, В ჯგუფის ვიტამინები (В1, В2, В3 და РР, В4, В6, В9), ასკორბინის მჟავა, ტოკოფერორი (ვიტამინი Е) და ფილოოკუინი (ვიტამინი К).

მინერალური ნივთიერებები წარმოდგენილია მიკრო და მაკროელემენტებით. მის შემადგენლობაშია: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, სელენიუმი და თუთია.
ორგანიზმზე მიხაკის სასარგებლო მოქმედების სპექტრი მეტად ფართოა: მას გააჩნია ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული მოქმედება, შეუძლია კუნთების გაუმტკინვარება და სპაზმების მოხსნა. მას ასევე გააჩნია მატონიზირებელი და შემახორცებელი თვისებები.

საკვებში დამატებული მიხაკი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანოზე.

სანელებლის გამოყენება, სამკურნალო საშუალებად, შეიძლება კოლიტის, ნაწლავების ჭვალის, მეტეორიზმის, დიარეის და სწორი ნაწლავის დაავადებების დროს.
მიხაკი გამოიყენება მთელი რიგი სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს. ის აყუჩებს კბილის ტკივილს (საჭიროა კბილზე გადაჭრილი ყვავილის მიდება), აქრობს ცუდ სუნს პირის ღრუში, დადებითად მოქმედებს ღრძილებზე და გამოიყენება პარადონტოზის მკურნალობის დროს.
უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიხაკი აფერხებს სიმსივნის უჯრედების ზრდას და შესაბამისად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის საქმეში. მიხაკის ანტიკარცენოგენური თვისებები ჯერ ჯიდევ შესწავლის პროცესშია. მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მიხაკის საფუძველზე, ისეთ პრეპარატს შექმნან, რომელიც ლეიკემიას დაამარცხებს.
მიხაკის შემადგენლობაში არსებული, დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინების წყალობით, ფასდაუდებელია მისი მოქმედება ნერვულ სისტემაზე. ეს სანელებელი აჩქარებს ფიზიკური, გონებრივი და ფსიქოლოგიური გადაღლილობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის პროცესს, ხსნის დაძაბულობას და ამშვიდებს.
ისევე, როგორც ნებისმიერ წამალს, მიხაკსაც აქვს უკუჩვენება:

პირველ რიგში მისი მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აქვს, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით.

კატეგორიულად აკრძალულია მიხაკის სამკურნალო მიზნით გამოყენება ფეხმძიმე ქალებისთვის და ბავშვებისთვის 2 წლის ასაკამდე.

არ შეიძლება მიხაკი ჰიპერტონიის დროსაც.

0
1688
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0