x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დიდი მიგრაციები

ცხოველთა სამყაროს დიდი თუ პატარა წარმომადგენლები იძულებულები არიან საკვებისა, უკეთესი კლიმატური პირობების თუ გამრავლებისთვის შესაფერისი ადგილის მოსაძებნად, რთული და დამქანცველი გზა გაიარონ. ასეთი მიგრაციები ძალიან ხშირი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, მთელი რიგი ცხოველების და ფრინველთა წარმომადგენლებისთვის.

ჩვენი რეგიონისთვის ყველაზე დამახასიათებელი ფრინველების მიგრაცია არის. მაგრამ პლანეტის მასშტაბით, ამ მხრივ, ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მიგრაციებში არა მარტო ცხოველები და ფრინველები, არამედ თევზები და პეპლებიც კი მონაწილეობენ.

გზა რომელსაც ისინი გადიან, გრძელი, რთული და ფათერაკებით აღსავსე არის. მაგ., პოლარული მეჭვაია (ლათ. Sterna paradisaea) — რეკორდსმენია შორეულ დისტანციებზე ფრენაში. ის წელიწადში ორჯერ კვეთს ატლანტიკის ოკეანეს. ის ჩრდილო და სამხ. ამერიკის სანაპირო ხაზის გასწვრივ დაფრინავს. 2015 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთმა ამ ფრინველთაგანმა 96 000 კმ დაფარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების მანძილზე, მას შეუძლია იმდენი იფრინოს, რომ 4-ჯერ ჩავიდეს მთვარემდე და უკან დაბრუნდეს.


ფრინველებისგან განსხვავებით, ცხოველები ასე შორს არ მიდიან. მაგრამ, არც მათი გზა არის მარტივად გადასალახი — ყველაზე რთული ამ გზაზე მდინარის გადალახვაა, რადგან იქ ჩასაფრებული ნიანგები, ყოველთვის მზად არიან მათ დასახვედრად.

image

image


მტაცებლებს, თუ ვერაფერს მოინადირებენ, შეუძლიათ პანიკა დათესონ მიგრაციაში მონაწილი ცხოველებს შორის.

image


ამიტომ, ორგანიზებულობა და სიმშვიდე — წარმატებული მიგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტებია.

image



ეს ანტილოპების მიგრაციაა — წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა არის.

image


მილიონობით ანტილოპას და სხვა ცხოველების მასობრივი გადაადგილება, საკვების უკმარისობით არის გამოწვეული.

image


ყოველ წელს ისინი, დაახლოებით, 2800 კმ-ს გადიან.

image


აგვისტოს შუა პერიოდიდან – ნოემბრის დასაწყისამდე, ღამურებიც მიდიან უკეთესი პირობების საძებნელად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელფრთიანები ძალიან სასარგებლო ცხოველები არიან — ერთ მწერების მჭამელ მფრინავ თაგვს, მხოლოდ 1 სთ-ში, 200-მდე კოღოს განადგურება შეუძლია.

image

image


დიდი მიგრაციების პერიოდში, ტურისტებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს გასეირნება საჰაერო ბუშტით, რომლის მოძრაობის მარშრუტი, ცხოველების მიგრაციის მარშრუტს ემთხვევა.

image

image


ეს კი, თეთრი ბატების გადაფრენაა. მათი მიგრაციის პერიოდი, სეზონზე, 30-45 დღე გრძელდება და საათში შეუძლიათ 50-60 კმ. დაფარონ.

image


თეთრი იბისი, ბატებისგან განსხვავებით, თავს არ იკლავს მიგრირების დროს. ამ ფრინველებს ძალიან უყვართ დასვენება და დღეღამეში, თითქმის, 13 საათს ისვენებენ, 10 საათის მანძილზე ნადირობენ, ხოლო გადაფრენაზე – მხოლოდ ერთ საათს ხარჯავენ.

image


სკაროსების მიგრაციაა — ულამაზესი სანახაობა ბუნებაში.

image


კანადური ორაგულები კი წრეზე “დადიან". პატარები, ქვირითობის ადგილიდან (მდ. ადამსი) მდინარეების ტომპსონი და ფრეიზერის გავლით, ოკეანეში გადადიან. ხოლო სამი წლის შემდეგ, ალასკის ნაპირებიდან იღებენ სტარტს და გასამრავლებლად, ისევ მდ. ადამსში ბრუნდებიან.

image


მონარქი — ყველაზე საოცარი და ლამაზი პეპელა არის სახეობებს შორის. მიგრაციის პერიოდში, ასეთი პეპლები 2000-დან – 4000 კმ-ს ფარავენ.

image


წყნაროკეანური ცისფერი თინუსის გამრავლების ადგილი ფილიპინების ზღვის ჩრდ-დას. ნაწილი და იაპონიის ზღვა არის. პოპულაციის ერთი ნაწილი წყნარი ოკეანის აღმ. სანაპიროებისკენ მიგრირებს და რამდენიმე წლის შემდეგ, გასამრავლებლად, ისევ იაპონიის ნაპირებს უბრუნდება.

image


უნიკალურ ბუნებრივი მოვლენაზე შეიძლება დაკვირვება შობის კუნძულზე (ავსტრალია). ყოველწლიურად, ნოემბერში-დეკემბერში, მილიონობით წითელი კიბორჩხალა კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტროპიკული ტყეებიდან, გასამრავლებლად, ინდოეთის ოკეანისკენ გადაადგილდება. მიგრაციის დაწყება მთვარის ფაზაზე და ამინდზე არის დამოკიდებული. როგორც კი წვიმების სეზონი იწყება, გზები, ბილიკები, მიწისქვეშა გასასვლელები და ოკეანის სანაპიროები, ცოცხალ ტალღებს ემსგავსება. პროცესი, საშუალოდ, 18 დღე გრძელდება – სწორედ ეს დრო არის საჭირო, რომ წითელმა კიბორჩხალამ დანიშნულების ადგილამდე ჩააღწიოს. ხშირ შემთხვევაში, მიგრაციებში მონაწილეთა რიცხვი 100 მლნ-ს აღემატება და მათი გადაადგილება პრიორიტეტული ხდება როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ისე მოსახლეობისთვის: იკეტება ქუჩები, იგება დროებითი ხიდები, რომ “მიგრანტებმა" უსაფრთხოთ იარონ და მინიმალური დანაკარგებით ჩააღწიონ ოკეანემდე. ისინი ადგილზე მისვლის შემდეგ, კვერცხებს ქვიშაში დებენ და უკან ბრუნდებიან. რაც შეხება პატარა კიბორჩხალებს, კვერცხიდან წყალში გამოდიან და ოკეანეში მანამდე რჩებიან, ვიდრე იმდენად არ გაიზრდებიან, რომ წყლიდან ამოვიდნენ და კუნძულის ტყეებისკენ წავიდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ოკეანემდე მისვლაზე კიბორჩხალებს 12-18 დღე ესაჭიროებათ, უკან დაბრუნებაზე, შეიძლება, რამდენიმე კვირაც დაახარჯონ.

imageimageimage

ხელისუფლების და მოსახლეობის მხრიდან, მიუხედავად უპრეცენდენტო ხელშეწყობისა, მიგრაციის პერიოდში, მილიონამდე კიბორჩხალა იღუპება.

image

ვარხვების ზოგიერთ სახეობას, სეზონური მიგრაციების დროს, შეუძლია საკმაოდ დიდ მანძილზე იფრინოს. ამასთან, გადაფრენის დროს, ისინი ერთ ან რამდენიმე ირიბ ხაზად ეწყობიან, რომელშიც ყოველი მომდევნო ფრინველი, წინას ბაძავს და ამიტიმ, გუნდში ფრთების მოძრაობა ყოველთვის სინქრონიზებულია.

image


პალაუს (კუნძული ფილიპინების ზღვაში) ტბის მედუზები ყოველდღიურად მზეს მიჰყვებიან, რომელსაც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია აქვს.

image


არც ლომვეშაპებისთვის არის მიგრაცია უცხო – მათთვის, ისევე როგორც ამ პროცესში მონაწილე ცხოველების უმრავლესობისთვის, სეზონური მიგრაციები არის დამახასიათებელი.

image


თევზი-ჩაქუჩი ყველა ოკეანის ტროპიკულ წყლებში ბინადრობს, მაგრამ წლის ცხელ პერიოდებში, უფრო მაღალი განედებისკენ ინაცვლებენ, სადაც წყალი შედარებით გრილია.

image


ჩრდილოეთის ირმები მიგრაციის დროს, სეზონზე, 3 000-მდე კმ-ს გადიან.

image

image


ზამთარში პინგვინები ასობით კილომეტრზე ცურავენ, საკვების მოსაპოვებლად.

image


სპილოების მიგრაცია ივნისში, მშრალი სეზონის დაწყებისთანავე იწყება. ისინი, ხშირ შემთხვევაში, ერთ ხაზზე მწკრივდებიან და კოლონას წინ ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი ძუ სპილო მიუძღვება.

image


ფლამინგოების ზოგიერთი სახეობა გამუდმებით ერთ ტერიტორიაზე ბინადრობს. მაგრამ, უმრავლესობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. ისინი არც თუ ისე შორ მანძილზე მიგრირებენ, გამრავლების ან საკვების მოპოვების მიზნით.

image

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

სამეფო კობრა (+ ვიდეო – კობრები, Top 10)

ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები

ქამელეონის ნამდვილი ფერი

100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

1
1364
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1364
  
2017, 30 სექტემბერი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1