x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შავი ქლიავის ჩირი-იდეალური პროდუქტი კიბოს პროფილაქტიკისთვის
imageამერიკელმა მეცნიერება დაადგინეს, თუ რომელი პროდუქტია ყველაზე ეფექტური სიმსივნესთან საბრძოლველად.


შავი ქლიავის ან სხვა ამავე სახეობის ხილის ჩირს შეუძლია წინ აღუდგეს სიმსივნის წარმოქმნას და მის განვითარებას, ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მკვლევრები ტეხასიდან და კაროლინის შტატიდან.საჭირო ეფექტის მისაღებად აუცილებელია შავი ქლიავის ჩირი რეგულარულად ჩავრთოთ რაციონში, ამის შესახებ იუწყება MedikForum-ი.


კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი უკავშირდება ნაწლავის მიკროფლორას, რომელზეც პოზიტიურად მოქმედებენ ქლიავის ნუტრიენტები და ნიველირებს სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოზე, რაც დაადასტურა ვირთაგვებზე განხორციელებულმა ცდებმა.


ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ შავი ქლიავის ჩირის მუდმივი გამოყენება აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიომის მდგომარეობას - მიკროორგანიზმების განსხვავებული ბიოცენოზის ცვალებადობამ გარკვეული თანაფარდობით შესაძლოა გამოიწვიოს სწორი ნაწლავის დარღვევები, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს არა მარტო საჭმლის მონელების ორგანოებზე, არამედ ტვინზეც და მთელ სხეულზე.



ამერიკელი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ბაქტერიული ბალანსის დარღვევამ ნაწლავებში შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები.


შავი ქლიავის ჩირში არის ფენოლის ნაერთები და ისინი მოქმედებენ, როგორც ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში ბაქტერიების სახეობების ჯანსაღ თანაფარდობას.

image

შავი ქლიავი-კურკოვანთა გვარის საშუალო სიმაღლის ხეა ვარდისებრთა ოჯახისა. იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილს და გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.

შავი ქლიავი სავსეა ვიტამინებით: В1, В2, РР, С, А, ასევე ისეთი მინერალებით როგორიცაა: ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი და რკინა.

ვიტამინ PP-ს რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აძლიერებს არტერიებს, არის ეფექტური საშუალება ჭარბი ქოლესტერინის დროს. ქლიავი გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დასაძლევად. ასევე გამოიყენება ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებების, რევმატიზმის დროს, ზრდის მადას და კარგი შარდმდენია.

ამერიკელი მეცნიერების დასკვნის გარეშეც, ხალხურ მედიცინაშიც შავი ქლიავი ცნობილია როგორც სიმსივნური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური პროფილაქტიკური საშუალება.



0
257
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0