x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ნაბახტევი - საინტერესო ისტორიის მქონე სოფელი

image

სოფელი ნაბახტევი ხაშურის მუნიციპელიტეტში, ჭერათხევის ხეობაში მდებარეობს. სოფლის დიდი ისტორია მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობითაცაა განპირობებული, ვინაიდან ეს გზა აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს. მე-15 საუკუნეში ხეობას ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურის სახელი უკავშირდება, როგორიც ქუცნა ამირეჯიბია. ის იყო XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი სახელმწიფო მოხელე, დიპლომატი, ჭერათხევის ხეობის გამგებელი, საქართველოს ელჩი კონსტანტინეპოლში, ერთიანი საქართველოს მეფის – ალექსანდრე I-ის (1411-1442 წწ.) პაპა, სვეტიცხოვლის განმაახლებლის – რუსა ამირეჯიბის მეუღლე.
აგრეთვე ქუცნა ამურეჯიბის სახელს უკავშირდება მთელი რიგი აღმშენებლობითი ღონისძიებები ჭერათხევის ხეობაში, უშუალოდ მის მიერაა აგებული ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც ქუცნას, მისი ოჯახის, ალექსანდრე I-ისა და სხვათა პორტრეტებია გამოსახული.
ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ მასალებს ამ ხეობის და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიების შესახებ, ამჯერად კი გთავაზობთ გაზეთ “ცნობის ფურცელის” 1878 წლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც გარდა იმისა რომ ერთი ფაქტია აღწერილი, საშუალება გვეძლევა გავეცნოთ სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ, განათლების, რელიგიურ თუ სხვა მთელ რიგ მდგომარეობას.
“ნაბახტევის საზოგადოების მამასახლის ივანე პაპუაშვილის.
სოფელს ნაბახტევში მცხოვრებელთ ქვემორე-ხელის მომწერელთაგან.
განცხადება
ექვს რიცხვსა ამა მდგმოიარს თვესსა ჩვენ, ვისაც გვქონდა კიდევ გასატანები საქონლის პატივი, გავზიდდით ურბებითა და დანარცენნი ხალხნი მუშაობდნენ მინდვრათ სიმინდებსა.
შუადღის შემდეგ ზემოთ რიცხვში სამი ცხენოსანი შემოესივნენ ჩვენ სოფელს ნაბახტევსა დაშექმნეს ყვირილი – ჩქარა აქ მოდითო! რა მივედით ვიცანით მათში ორი; ერთი სურამში მცხოვრებელი საქო ფარსადანაშვილი, ლოტულაშვილი იყო და მეორე ალში მცხოვრებელი ზაალ კ(პ)ულის ძე ყულიჯანოვი იყო.
ვკითხეთ – რას გვიბრძანებ? დიდის მრისხვანეაით (მრისხანებით): გვიტხრეს ახალი პრისტავი ბრძანდება; მესამე რომელიც იყო. ჩვენ უთხარით: რას გვიბრძანებს? ამას გვიბრძანებსთ, დეკანოზოვი გამოსცვალეს და იმის ადგილი მე ჩამაბარესო.
გამოგვეცხადა: ა) თექვსმეტი კაცი სალდათი გაწერიათ თქვენს საზოგადოებას, ჩემზედ არის
მონდობილობა მთავრობიდგან კენჭის ყრისაო. რასაკვირველია ამაზედ დედაკაცები შეშინდნენ და იწყეს ტირილი და ვაება; ბ) გამოგვიცხადა, საქონლის პატივი რატომ აქამდისინ
არ გაგიტანიათო; რომლებსაც კიდეე დარჩომილები გვქონდა და ვზიდდით, ამაზედ შტრაფიგეკუთვნით. მაშინ მესამე მადგანი, რომელმანც პრისტაობა იჩემა, რუსულათ იყო ჩაცმული, აიღო ქაღალდი და მოჰყვა წერას შტრაფებისა, ზოგს დააწერა ხუთი თუმანი, ზოგს ოთხი, სამი, ორი და ერთი; გ) ჩვენ გვაქვს იმ წლის ბზეებიც დარჩენილი; გამოგვიცხადა, ეს ბზეებიც უნდაგაიტანოთ მინდვრად და უნდა დასწვათო!
ეს ყოველი ბრძანებები შეიქმნა ჩვენთვის სამწუხარო; მაგრამ შტრაფებმა კი მომეტებულათ
გაგვაღონა. სად შეგვეძლო ღარიბს ხალხს ამოდენა ფულის გარდახდა. მათში ლოტუევიპერეოდჩიკი იყო; შევეხვეწეთ შტრაფებისათვის გვაჩუქოს და სხვას ბრძანებებს ყველას
შევასრულებთ. ჩამოდგა შუა იმ მატყუარს და მაცდურს ტყვიილ პრისტავთან და შეეხვეწა. მერე დაგვიტკბა და მოენეს პირით გვიბრძანა, ამაღამ ალში დავრჩები და ქათმებიდაგიჭირდება. რასაკვირველია დაფაცურდნენ ეს ორი ლოტუაშვილი და ყულიჯანაშვილი; ერთი ქათამი წაართვეს ქვრივ ტასიას მაისურაძისას, ერთი ქათამი თათო ფაფავერა შვილს, ერთი ქათამი გაბო მაისურაძეს, ერთი ქათამი იაკოფა რომელა შვილს, ერთი ქათამა მეცხვარესვანო მაისურაძეს, ერთს მეცხვარეს ჯერი, ყველი და სხვა.
რა ეს შემთხვევა გაეგო ავლალაშვილს და დაენახათ მა, რადგანაც ნასწავლი კაცი არის ავალი, მაშინ შეშინდნენ და წავიდნენ; და ჩვენ ვკითხეთ მხლებლებს: – ამ პრისტავს რატომ ჩაფრებიარ ახლავს!? გვითხრეს ვოენობა არის ჩაფრებს სხვა საქმე აქვს და ჩვენ ბეგრათ გამოგვატანენ
ახალ პრისტავსაო.
მეორე დღეს ვიკითხეთ ეს შემტხვევა და ვინაობა სოფელს ალში ცრუ პრისტავისა და იქგვითხრეს – ალის სომხების ტერტერას ძმა იყოვო, რომელიც ვაჭრობს ქუთაისში, კარაპეტ
მეხითაროვი და იმ რიცხვში ალში ძმის სანახავათ ყოფილა მისული.
ამაზედ უცხადებთ მამასახლისს, რომ ესოღენი ჩვენი ღარიბის და უცოდინარის ხალხის ამგვარად მოტყუვილება და შეწუხება იმა ბიწიერთ ხალხთა არ მოეტეოსთ და თქვენისრაპორტით ეს მოქმედებები მოახსენო უფალს გორის უეზდის ნაჩალნიკს, გარდახდეს მათკანონი, რომ სხვათაცა არა გაბედონ ამგვარი სიცრუით მოქმედებანი.
რომელსა ზედაცა ხელს ვაწერთ ნაბახტევში მცხოვრებელნი; ვანო მაისურაძე, ქვრივი ტასიამაისურაძისა, ზაქარია ნოზაძე, გაბო ჭედლიძე, დათო ფაფაკვერა შვილი, იაკოფა რომელა
შვილი, მიხაკა წერეთელი, გაბო მაისურაძე, – რადგან ამათ წერა არ იცოდნენ ამათის თხოვნით ხელს ვაწერ თისწყალობა საყვარელიძე.
ნამდვილად სწორე არის ვამოწმებ. ნაბახტევის მამასახლისი
ივანე პაპუაშვილი
1878-ს ივნისს 11-ს დღეს“.

მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ

image

0
97
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0