x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ავიცილოთ თავიდან ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაციება?
ცივი ამინდები წლის დროის ის პერიოდია, როდესაც ირგვლივ თითქმის ყველა ხველითა და გაციებით დადის. დადგა შემოდგომა და მალე ამინდებსაც დაეტყობა ზამთრის წინა პერიოდი, რომელსაც ყველაზე ადვილად შეუძლია ვირუსების გავრცელება, ხოლო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაციება, წარმოგიდგენთ ხრიკებს, რომელთა გათვალისწინება რკინის იმუნიტეტს შეგძენთ.


image



1. მარილიანი წყალხსნარის ყელში გამოვლება თითქმის ყოველ დღე, გაანადგურებს ბაცილებს და ვირუსების გამომწვევ ბაქტერიებს, რომლებიც დღის მანძილზე თქვენს პირის ღრუში ხვდებიან.image




2. საღეჭი რეზინის დაღეჭვით თქვენ თავიდან აიცილებთ ინფექციას და პირველად სიმპტომებს, რომელიც გაციებას ახასიათებს, რადგან ის გაასუფთავებს თქვენს პირის ღრუსა და ყელს, ასევე გამოიტანს ნახველსა და ლორწოს ბრონქებიდან.image





3.image


● გარდა იმისა, რომ შოკოლადი ამაღლებს განწყობას და ებრძვის დეპრესიას, აძლიერებს იმუნიტეტს. ამიტომ ხშირად მიირთვით ამ სეზონზე.


● მწვანე ჩაი მდიდარია მინერალებით– იოდი, მაგნიუმი, რკინა, ამიტომ ფინჯანი მწვანე ჩაით საგრძნობლად აიმაღლებთ იმუნიტეტს.image


● ბენეფია-პრობიოტიკების მაღალი შემცველობის გამო იოგურტი ხელს უწყობს ლეიკოციტების ზრდას, რაც აძლიერებს სხეულის იმუნურ რეაქციას. მიირთვით ბევრი იოგურტი.


● ბანანი ხსნის სტრესს და აუმჯობესებს განწყობას, გარდა ამისა კი ის ძალიან კარგი საშუალებაა გაციებისა და ხველის დროს, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს С ვიტამინს. ამიტომ ჩართეთ რაციონში ბევრი ბანანი.




4. გრიპისა და გაციების თავიდან აცილების მიზნით ასევე გამოიყენეთ "ოქსოლინის მალამო". მალამოს თხელი ფენა გამოისვით ცხვირის ორივე ნესტოში სახლიდან გასვლის წინ. ამ გზით ვირუსების შემცველი ბაქტერიები თქვენს ლორწოვან გარსში ვეღარ შეაღწევენ.image




5. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კარის სახელურების და მოაჯირების ზედაპირებიდან ვირუსების გადამტანი ბაქტერიები ადვილად აკუმულირდება თქვენს ხელებზე. ამიტომ სახეზე ნუ მოიკიდებთ ხელს და რაც შეიძლება ხშირად იბანეთ საპნით.image




6. მშრალი ჰაერი ადვილად აშრობს ყელისა და ცხვირის ლორწოვან გარსს, რის შემდეგაც წარმოიქმნება მიკრორკალები, რომელთაც აღარ შეუძლიათ ჩვენი დაცვა ინფექციებისა და პათოგენური ბაქტერიებისგან. სწორედ ამ მიზნით გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებლები.image




7. კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ ციტრუსის აბაზანა. რამოდენიმე ლიმონი და ფორთოხალი (ან მათი გამხმარი კანი) ჩაალბეთ ცხელ აბაზანაში და დააყოვნეთ 30 წუთი, შემდეგ დაამატეთ საინფუზიო ხსნარი და ჩადით აბაზანაში. ასკორბინის მჟავა ასუფთავებს სხეულს ინფექციებისგან, გარდა ამისა, ციტრუსის აბაზანა კარგი ანტიდეპრესანტია.image



P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!



იხილეთ აგრეთვე:


საშინელი ვირუსი, რომელმაც უამრავი ბავშვი დააინფიცირა. როგორ ვუმკურნალოთ და რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს ინფიცირების შემთხვევაში?

აუცილებლად დადეთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი! მიზეზი გაგახარებთ

ეს 8 ვიტამინი საშიშია! ნუ მიიღებთ მათ, თუ...

15 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს!

აუცილებლად მოათავსეთ ბალიშის ქვეშ ნივრის ერთი კბილი. მიზეზი გაგაოგნებთ!

დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათში

თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ

როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი წამში წამლის გარეშე



1
297
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
297
  
2017, 23 სექტემბერი, 15:14
საინტერესოა
0 1 1