x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის - დაფიქრებულხართ?
image

ალბათ ბევრს შეუმჩნევია, რომ სასკოლო დაფა უმეტეს შემთხვევაში მუქი მწვანე ფერისაა. შავი და მუქი ყავისფერი დაფებიც არის, თუმცა ბოლო დროს სკოლებში მწვანე დაფას უფრო ხშირად შევხვდებით.


და მაინც, რატომ მუქი მწვანე?


დაფა მუქი შეფერილობის უნდა იყოს, იმიტომ, რომ თეთრი ცარცი მასზე კარგად გამოჩნდეს. აქედან გამომდინარე, იდეალური ვარიანტი უნდა ყოფიიყო შავი ფერის დაფა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შავი ფერზე თეთრი ფერის კონტრასტი თვალს ღლის. ამას გარდა, წაშლის შემდეგ, ცარცის თეთრი კვალიც უფრო ცუდად სცილდება და დაფა საერთო ჯამში ჭუჭყიანი ჩანს. ამიტომ აუცილებელი გახდა შავი ფერის სხვა მუქი შეფერილობით ჩანაცვლება.



image


რაც შეეხება მწვანე ფერს, მისი არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მწვანე ფერი ადამიანზე საკმაოდ საიტერესო ზემოქმედებას ახდენს: აწყნარებს ნერვულ სისტემას, სძენს სიმშვიდის, სიამოვნებისა და ბუნებრიობასთან სიახლოვის შეგრძნებას, ხსნის თავის ტკივილს, დაღლილობას, გაღიზიანებულობას, აქვეითებს სისხლის წნევას. ამას გარდა, მწვანე შეფერილობა ხელს უწყობს გონებრივ მუშაობასა და ყურადღების კონცენტრაციას. სწორედ ამ თვისებების გამო ენიჭება მწვანე ფერის დაფას სასკოლო პროცესში უპირატესობა.


ამას გარდა, მწვანე ფერს რეკომენდაციას უწევენ ოფთალმოლოგებიც. სკოლაში ყოფნის დროს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებელს საათობით უწევთ დაფის ყურება, მწვანე ფერი ყველაზე ნალებად იწვევს თვალის დაძაბვას.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!

image


2. როგორ ხედავს ადამიანი 15 სხვადასხვა მდგომარეობაში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ა.შ.) - ეს ბევრს აინტერესებს!

image


3. რატომ აცვიათ ქირურგებს ლურჯი ან მწვანე ფორმა - დაფიქრებულხართ?

image


4. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?

image


5. იცით რას ნიშნავს პროდუქტის ეტიკეტზე "გახსნილი ქილის" სიმბოლო? - გაითვალისწინეთ!

image


6. რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


7. რისთვის გამოიყენება პრეზერვატივი - ის, რაც აქამდე არ იცოდით!

image




3
570
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
570
  
2017, 26 სექტემბერი, 23:37
ალბათ..კაი ხანია სკოლაში არ ვყოფილვარ:)
2017, 26 სექტემბერი, 23:36
ჩემთან ყავისფერი იყო :)) ახლა შემოვიდა უმეტესად მწვანეები.
2017, 26 სექტემბერი, 23:19
აბა რა გითხრა, ნათი...რაც მახსოვს, ჩემ სკოლაში სულ შავი დაფები იყო :დ
0 1 3