x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მექსიკის რევოლუციის ბელადები, ემელიანო საპატა და პანჩო ვილია 1916 წელი.
image


ერთხელ პანჩო ვილიასთან ქალი მივიდა, თან ხუთი პატარა ბავშვი ახლდა.

- რატომ დამიხვრიტე ქმარი და დამიობლე ხუთი შვილი? რატომ მოუკალი ჩემს შვილებს მამა და მარჩენალი? - შესჩივლა ქალმა.

გაოცებულა პანჩო ვილია. დაუძახა ადიუტანტს. იმანაც, დიახო, ლოთობისთვის და უდისციპლინობისთვის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით დახვრიტესო. პანჩო ვილიას საკუთარი სტამბა ჰქონდა სადაც ყალბ ფულს ბეჭდავდა. გასცა განკარგულება, მიეცით ამ დედაკაცს ოცი კილო ფული კომპენსაციის სახითო. მართლაც, გადაუკოჭეს მავთულით მთელი შეკვრა და ქალმაც ძლივს წაათრია ის ფული. ცოტა ხანში ბრუნდება ადიუტანტი და მორიდებით ეუბნება: - პეპე, შეგვეშალა, იმ დედაკაცის ქმარი ჯერ არ დაგვიხვრეტია. მთვრალი ეხლაც ჰაუპტვახტში გდია და სძინავს.


- როგორ? - აღშფოთებულა პანჩო ვილია, - გამოდის რომ მე ეს პატიოსანი დედაკაცი მოვატყუე? მე, პანჩო ვილიას ტყუილი მათქმევინე? ეხლავე დახვრიტეთ!!!

გამოიყვანეს ნაპახმელიავები საცოდავი კამერიდან და მიახვრიტეს.

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0