x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ხაშური ქალაქის მთავარი დღესასწაულისთვის ემზადება

image

2017 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ხაშურში “ხაშურ-ქალაქობა 2017" გაიმართება. დღე სხვადასხვა ღონისძიებითაა დატვირთული, მათ შორის დაგეგმილია მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ადგილობრივი კულინარიული პროდუქტების გამოფენა სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში, ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ამავე დღეს გამოვლინდებიან ხაშურის საპატიო მოქალაქეები და გაიცემა დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე დამსახურებისა და წმიდა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევისათვის ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. ამჯერად ამ პრემიის მფლობელები ბატონი თამაზ ჯოლოგუა და ქალბატონი თამარ მიქაძე არიან.

ღონისძიებებს დაასრულებს ჯგუფ “მგზავრების" და ანსამბლ “ერისიონის" კონცერტი.


გიორგი ჩუბინიძე

image

0
123
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0