x
image
ინტერ-გოგონა
"გაიპარა,გაიპარაო" ბავშვები გადათვალეს და ყველა ადგილზე იყო...
image
არ ვიცი ეს ამბავი სასაცილოა თუ სატირალი მაგრამ როცა მოვისმინე სიმწრისგან ისე გადავიხარხარე მთელმა სამარშუტო ტაქსმა მე შემომხედა..

ისე შემრცხვა ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და ძლივს მივლასლასდი სახლამდე ...

მთხრობელი ისე დანამდვილებით ყვებოდა ამ ამბავს ძალიან მინდოდა არ დამეჯერებინა მაგრამ მაინც დაილექა ჩემს მეხსიერებაში..

ეხლა კი მოვყვები ამბავს თქვენის ნებართვით რომელსაც უცნობი ქალბატონი მეგობარს უყვებოდა...


-ბანკეტზე?(რატომღაც სწორედ ამ დროს მიპყრო ჩემი გონება ჩემს წინ მსხდომმა ქალბატონებმა..)

-ხო ქალო ბანკეტზე..

- უცებ ამტყდარა ერთი ამბავი, ერთი მშობელი ვიშვიშებდა გაიპარაიო, ყველამ მოსწავლეზე გაიფიქრა ბავშვები გადათვალეს და ყველა ადგილზე იყო არავინ აკლდა...

- აბა?

-მშობელი გაიპარა ქალო თურმე ...

-მოკვდა? (გაკვირვებულმა იკითხა მეორე ქალბატონმა)

-მოკვდა კი არა გათხოვდა ქალოო, გათხოვდა...

მერე დასასრული ვეღარ გავიგე ისე გულიანად გავიცინე.. სამარშუტო ტაქში მჯდომა ყველა ადამიანმა ჩემსკენ მოიხედეს, მეც ავდექი და როგორც გითხარით ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი...

ვეჭვობ რომ ის ქალები ჩემზე გაგრძელებდნენ საუბარს...


ამ ამბის შემდეგ მთელი სამი თვე გავიდა და მე დღემდე ვფიქრობ ამ ამბავზე...იმედი მაქვს რომ სიმართლე არ იყო..

სიყვარულით ინტერ-გოგონა

9
84
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
84
  
2017, 30 სექტემბერი, 23:56
მაგარია რა გინდააა :)
2017, 29 სექტემბერი, 23:33
რავქნა ქუთაისის და ქუთაისური გაგების ბრალია ზუსტად ჩემი ძველმოდურობა
2017, 29 სექტემბერი, 23:29
ქუთაისელი და გოიმი? თაღლითობ რაღაცას! :)))
2017, 29 სექტემბერი, 23:23
კაი მაშინ აღარ ვიქნები გოიმი :)
2017, 29 სექტემბერი, 23:18
ვერც გოიმობაა ? :)
2017, 29 სექტემბერი, 23:06
:)))
გლობალიზაციას უკვე ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს მეგობარო...
2017, 29 სექტემბერი, 22:51
რასქვია რა მიკვირს? მე " გოიმი" რო ვარ არ იცი შენ?
2017, 29 სექტემბერი, 22:49
რა გიკვირს ახლა დედები კი არა ბებიები იპარებიან :)))
0 1 9