x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უსახლკარო მამაკაცი ორი დღე ეძებდა გოგონას,რომ დაკარგული ჩანთა და საფულე გადაეცა
imageდიდი ბრიტანეთში, ქალაქ ბოლტონში უსახლკარო მამაკაცმა სახელად პოლმა, პაბთან იპოვა ქალის ხელჩანთა, სადაც საფულე და აიფონი იდო.როგორც გაირკვა ნივთები ეკუთვნოდა 20 წლის სტუდენტს, დეიზი ოუენს.


ორდღიანი ძებნის შემდეგ ქუჩის მაწანწალამ მიაგნო გოგონას და ნივთები დაუბრუნა, დეიზი იმდენად სულის სიღრმემდე შეძრა ამ ამბავმა, რომ გადაწყვიტა ინტერნეტ-კამპანია წამოეწყო პოლისთვის თანხის შესაგროვებლად.ამის შესახებ იუწყება Mirror-ი.


დეიზის ჩანთაში აიფონის გარდა საფულეში 300 ფუნტი(407$)ედო.

პოლი ორი დღის განმავლობაში ყველა ნაცნობს თუ უცნობს, აგრეთვე მის ტოლ სტუდენტებს ეკითხებოდა ქალაქში, ხომ არ იცნობენ დეიზი ოუენს და როგორც იქნა მისი ნაცნობი აღმოაჩინა, უსახლკარომ გოგონას ნაცნობით პირით შეუთვალა, რომ მისი ჩანთა ნაპოვნია.



დეიზი აღაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ უპოვარმა მამაკაცმა ხელუხლებლად დაუბრუნა ხელჩანთა, ნივთები და ფული.


დეიზი უოენმა იმავე დღეს ეს ამბავი ინტერნეტით გაახმოვანა და წამოიწყო კამპანია პოლისთვის თანხის შესაგროვებლად, აღსანიშნავია, რომ დეიზიმ ერთ დღეში 1000 დოლარი შეაგროვა, გოგონას საბოლოო მიზანია შეაგროვოს 3000 დოლარი, რომ პოლს ბინა უქირავოს.


აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოხდა ერთი თვის წინ ტაილანდში, უსახლკარომ ქუჩაში იპოვა ფულით გაძეძგილი საფულე, მიუხედავად იმის, რომ იგი მშიერი იყო და ჯიბეში ერთი ცენტიც არ ეგდო, მამაკაცმა სახელად ვარალოპმა პოლიციაში მიიტანა თანხა და ჩააბარა.


როგორც გაირკვა, საფულეს პატრონი ბიზნესმენი, საკუთარი ფაბრიკის მფლობელი აღმოჩნდა, ფაბრიკის მეპატრონე იმდენად მოიხიბლა მაწანწალის პატიოსნებით, რომ მან მყისვე სამუშაო შესთავაზა ფაბრიკაში და ბინაც უშოვა.


image

imageიხიელეთ აგრეთვე


0
159
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0