x
image
ellen murani
ჩვენი ქვეყანა

image


ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. მისი მთა და ბარი. ქალაქები და სოფლები. ცა და მისი მიწა. გვიყვარს ქვეყანა, სადაც მიწად ქცევა გვინდა. მინდვრები, მთები, ბარი, ზღვა ღმერთმა მოგვცა და ჩვენ ის გვიყვარს. გვიყვარს სიტყვით, და მოფერებით, ტრაბახით და მოჩვენებით, მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ სადღეგრძელოში და ხვასთან კამათში. გვიყვარს ისე, როგორც მითების სამყაროში ღმერთებს უყვარდა ხალხი, მზე და მთა. საამაყო წარსულში ქვეყნის სიყვარული არსებობდა ხმალში, სისხლში და მტრის შემოსევაში. ძალაში, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ გაუძლებდა სიყვარულის გარეშე. სწორედ იმ სიყვარულმა მოგვიტნა ქართველებს ერთიანი საქართველო. თავისი ზღვით, მინდვრით და ბარით. დღევანდელობაში, როგორც კი ჭკუა გახდა საჭირო დავიქსაქსეთ, ჩავიკეტეთ სახლებში და მხსნელის მოლოდინში გავლიეთ ქვეყანა, ცხოვრება და შვილების მომავალი.თითოეული ახალი სახე მესია გვგონია და არ ვუფიქრდებით, რომ ჩვენვე ვართ მხსნელები საკუთარი თვის და ქვეყნისა. ქართველი ერთ ძალად, ერთ ჭკუად, ერთ სულად აღარ არსებულა რამდენიმე საუკუნის მანძილზე. არამიწიერი უნარი გვაქვს ადამიანების გაღმერთების და მოფერების. უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინით ვაძლევთ ჩვენ სახლს, კარს, შვილებს, მათ მომავალს და ჩვენ სულებს. ვყიდით დედას, მამას დას, ძმას, ჩვენ მიწას და ვისზე?!
არ გვაქვს უფლება ვათამაშოთ ცხოვრება, როგორც გვინდა. ვსრისოთ ფეხით. ერთად შეკრებილებმა ტალღასავით გადავუაროთ ერთმანეთის ღირსებას, რადგან გვჯერა უკეთესი ცხოვრების, ხოლო რას ვაკეთებთ ჩვენ საიმისოდ, რომ უკეთესი ცხოვრება გვქონდეს?! რას ვაკეთებს იმისთვის რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?! არაფერს და ყველაფერს კი ჩვენ დროებას ვაბრალებთ. საქართველო გამორჩეულია არამარტო თავისი სილამაზით, არამედ ბრძენი ხალხის სიმრავლითაც. გინახავთ სადმე ამდენი ბრძენი?! ამდენი ყოვლის მცოდნე?! ნელ-ნელა ვემსგავსებით მითების ქვეყანას, სადაც იდეალური ცხოვრების წესით ბოროტებაზე იმარჯვებს კეთილი. თითოეული ბავშვმა, ქალმა, კაცმა თუ მოხუცმა იცის, როგორ მართოს ქვეყანა და ამ დაშრეტილ, სისხლით ნაჟღენთს, შხამს ვაწვეთებთ ჩვენი ყოვლისშემძლეობით. სასაცილოდ ვიგდებთ, ისე როგორც ვერცერთმა არაქრისტიანმა დამპყრობელმა ვერ დასცინა და ვერ აიგდო აბუჩად.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. მისი მთები და ბარი. სილამაზე და კულტურა. მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ მოფერებით და მხოლოდ სუფრაზე.

2
57
6-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
57
  
2017, 24 სექტემბერი, 1:41
მადლობა :)
2017, 22 სექტემბერი, 18:11
კარგია!!!
0 1 2