x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა ემართება ჩვენს ორგანიზმს,როცა ბევრ მარილს მოვიხმართ
მარილის სიჭარბე ბევრი უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს. ზოგიერთი სიმპტომი ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი კი შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს.


1. თავს იჩენს გაღიზიანება

image

იმის გამო, რომ ბევრი მარილი გავლენას ახდენს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, თავს იჩენს გაღიზიანებადობა, ჩვენ ადვილად ვბრაზდებით. თუ შეამჩნიეთ, რომ ადვილად ღიზიანდებით, თანაც უმიზეზოდ, დაიწყეთ მარილის დოზის შემცირება.



2.სხეულის შეშუპება

image

ჭარბი მარილი ასევე უარყოფით გავლენას ახდენს თირკმელების მუშაობაზე, ირღვევა კალიუმის და ნატრიუმის ბალანსი.სხეული სითხეს აკავებს და ჩნდება შეშუპება.


3.გამუდმებით გწყურიათ

image

მარილის ჭარბად მოხმარების ერთერთი სიმპტომია გამუდმებული წყურვილის გრძნობა.პირის სიმშრალეც შესაძლოა თქვენს ორგანიზმში მარილის ჭარბ რაოდენობაზე მიუთითებდეს.


4.საჭმელი უმარილო გეჩვენებათ

image

მაშინაც კი, როცა სხვები გიმტკიცებენ, რომ კერძს მარილი არ აკლია, ხოლო თქვენ კი მაინც უმარილოდ გეჩვენებათ, ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ თქვენ ბევრი მარილის მიღებას მიეჩვიეთ და ამის გამო მის ზომიერ გემოს ვეღარ აღიქვამთ.


5.გულისცემა გახშირებულია

image

მარილის ჭარბად მიღების შემდეგ სისხლში ნატრიუმის შემცველობა იზრდება, რაც სისხლის შესქელების და საბოლოო ჯამში კი მაღალი წნევის და გახშირებული გულისცემის მიზეზი შეიძლება გახდეს.


6.ხშირად სარგებლობთ ტუალეტით, განსაკუთრებით ღამით

image

ჰიპერნატრიემია ძლიერ წყურვილს იწვევს, თირკმელების მუშაობა ირღვევა და სწორედ ამის ბრალია, რომ ხშირედ გვიწევს ტუალეტში გასვლა, განსაკუთრებით კი ღამის საათებში.


7.კუნთების დისკომფორტი

image

ჭარბმა მარილმა შესაძლოა კუნთების ტკივილიც გამოიწვიოს. ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად, კუნთებისთვის იმპულსის მიწოდება ირღვევა და ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობთ.

0
253
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0