x
image
Maia kordzadze
ტომ კრუზს სამუდამო პატიმრობა ემუქრება
ტომ კრუზიჰოლივუდის ვარსკვლავს-ტომ კრუზს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, ორი ადამიანის მკვლელობისთვის.


დღეს მას ბრალი ედება ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეში.


მსხვერპლის ნათესავების თქმით, მსახიობი ფილმის გადაღებისას აბუჩად იგდებდა პილოტებს, რამაც მიიყვანა ისინი კატასტროფამდე. გადაღლილი გადაღების მონაწილეები ვერ გაუმკლავდნენ მანქანას და ჩამოვარდნენ ქანებში.


image


ალან პურვინის და კარლოს ბერლას ოჯახის ახლობლები განმარტავენ, რომ გადაღება პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა.


კამერა არ გაჩერებულა, სამუშაო გრაფიკს საზღვარი არ ჰქონდა, და პილოტები საფრენად გააგზავნეს, რომელთაც დასვენების საშუალება არ მისცეს.


მოგვიანებით წერილი დაიწერა ქსელში, რომელშიც გარდაცვლილი ალან პურვინი თავის ნათესავებს მიანიშნებდა: რომ ფილმი მას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა.


"ყველა საჰაერო ოპერაციასა და უბედურ შემთხვევების უსაფრთხო ქცევას შორის არის რაღაც ზღვარი, მე ვიცი, რომ ამას მე თვითონ მოვაწერე ხელი და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა ფრენა უსაფრთხო იყოს და უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილო, მაგრამ ეს ყველაზე საშიში პროექტია, რომელშიც მომიხდა მუშაობა'', -წერს იგი.


მოკლედ, პილოტებს აიძულებდნენ შეესრულებინათ საშიში ტრიუკები. მომდევნო მანევრის დროს, გადაღლილმა პილოტებმა კლდეს გაკრეს ფრთა, თვითფრინავი ჩამოვარდა, ხეებში გაიჭედა ცხვირით და შემდეგ კლდეს დაეჯახა.


საშინელი ავიაკატასტროფა კოლუმბიაში მოხდა, სადაც სანტა–ფესთან ახლოს, ფილმ "მენას" გადაღება მიმდინარეობს. გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება და კრუზის გულშემატკივრები ლოცულობენ მასზე.



კერძოდ, ტომ კრუზს ადანაშაულებენ, ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო, საუკეთესო კადრების გადაღებისთვის.

თუმცა, ამერიკულ მედიაში აცხადებენ ვერსიას, რომ ეს მოწყობილი იყო, საენტოლოგების მიერ, რათა შური ეძიათ მასზე იმ ფაქტისთვის, რომ ტომმა გადაწყვიტა მათი სექტის დატოვება.





0
460
7-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0