x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ დაავადებაზე მიუთითებს ესა თუ ის სიმპტომი?
image


არსებობს დაავადებები, რომლებიც, შესაძლოა, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს ან პირიქით, უჩვეულო სიმოტომებით იყოს გამოხატული. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ის სიმპტომები, რომლებმაც შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ.


1. თვალების სიწითლე- ერთი შეხედვით თვალების სიწითლისას, უნდა ვივარაუდოთ, რომ თვალების კონიუქტივიტი გვაქვს. თუმცა, თვალების სიწითლე შეიძლება იყოს მცირედი რეაქცია, ნაწლავთა ფუნქციის დარღვევის დროს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.


image



2. ცივი კიდურები : ეს სიმპტომი ხშირად სისხლძარღვების არტერიოსკლეროზთან ასოცირდება. თუმცა, ეს არ გახლავთ ერთადერთი დაავადება, რომელსაც კიდურების გაციება ახლავს თან. ცივი ხელები, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში კი ენდოკრინოლოგის კონსულტაციაა საჭირო.




image

3. გახშირებული შარდვა: ეს ხშირად ცისტიტის გამო ხდება. ასევე შარდვა გახშირებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. საპირფარეშოში ხშირი სიარული, ამ დაავადების ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაც შეიძლება იყოს. ეს იმით აიხსნება, რომ თირკმელები შაქარს ბოლომდე ვერ ფილტრავს. შედეგად კი, ორგანიზმი სითხის სახით ცდილობს გლუკოზის გამოდევნას. ასეთ დროს უპრიანი იქნება თუ შაქრის ანალიზსს გაიკეთებთ


image

4. მხედველობის "შემღვრევა" : ეს სიმპტომი შაკიკს ახასიათებს. მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვს საშვილოსნოს ყელის ოსტეოქოდროზსაც. ასეთ დროს, ტვინისთვის სისხლის ნაკადის მიწოდება ირღვევა, რომელსაც თან ახლავს უჯრედებში ჟანგბადის ნაკლებობა და მხედველობის გაძნელება. ამ სიმპტომის არსებობისას აუცილებლად ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.


image
5. ცხვირის ნესტოების დახშობა (გართულებული სუნთქვა):ეს სიმპტომი გაციებას ახასიათებს. ამ სიმპტომით გამოიხატება ორგანიზმში ჰელმინთების (ჭიების) არსებობაც. მათი ცხოველმოქმედების შედეგად ორგანიზმის იმუნური, თავდაცვითი რეაქცია იკლებს. შედეგად ქსოვილების ანთება და ალერგიული რეაქციების განვითარება აღინიშნება. ამ შემთხვევაში ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის კონსულტაციაა რეკომენდირებული.





image

ეს საინტერესოა:


გათავისუფლდით თავის ტკივილისგან 5 წუთში!


გაიკეთეთ იოდის ბადე და გათავისუფლდით 20-მდე დაავადებისგან! ამ მეთოდს ჯადოსნური თვისებები აქვს!



გაწუხებთ უძილობა? ამ რჩევების გათვალისწინებით მუდამ მშვიდად იძინებთ!




სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!!




''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


















0
191
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0