x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიკეთე და ბოროტება

ერთი ღარიბი ინდოელი ქალი, ყოველ დილით, 2 ცალ კვერს აცხობდა – ერთს ოჯახის წევრებისთვის, ხოლო მეორეს – შემთხვევითი გამვლელისთვის.


image

image

მეორე კვერს ის ფანჯრის რაფაზე დებდა და ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისი აღება.

ყოველდღე, როდესაც ქალი კვერს ფანჯარაში ტოვებდა, ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ მისი ვაჟი, რომელიც უკეთესი ხვედრისთვის, თვეების წინ, სახლიდან წავიდა და რომლის შესახებ მან არაფერი იცოდა, უსაფრთხოდ ყოფილიყო და შინ მშვიდობით დაბრუნებულიყო.
მალე მან შენიშნა, რომ ვიღაც კუზიანი სისტემატურად მიდიოდა მის სახლთან და ფანჯრიდან კვერს იღებდა. მაგრამ, მადლობის გადახდის ნაცვლად, მხოლოდ ბუტბუტებდა: «ბოროტება, რომელსაც სჩადიხართ, თქვენთან რჩება, ხოლო სიკეთე – უკან გიბრუნდებათ!» და გზას აგრძელებდა.
და ეს, ყოველდღე მეორდებოდა. იმის გამო, რომ მადლიერების სიტყვები არ ესმოდა, ქალი თავს მოტყუებულად გრძნობდა. «ეს კუზიანი სულ ერთი და იგივეს ამბობს! მაგრამ რას გულისხმობს?» – ფიქრობდა ის.
და ერთხელ, როდესაც ის მეტისმეტად გაღიზიანებული იყო, გადაწყვიტა ამ სიტუაციისთვის ბოლო მოეღო: «მე თავიდან მოვიშორებ ამ საზიზღარ კუზიანს!», – უთხრა მან საკუთარ თავს და მეორე კვერს საწამლავი დაუმატა.
თუმცა, როდესაც კვერის ფანჯრის რაფაზე დადებას აპირებდა, ქალს ხელები აუკანკალდა, «ამას რას ვაკეთებო?» — გაიფიქრა და მოწამლული კვერი ცეცხლში ჩააგდო, ახალი გამოაცხო და ის დადო ფანჯრის რაფაზე.


image


კუზიანმა, როგორც ყოველთვია, აიღო კვერი, ჩაიბუტბუტა ისევ ის სიტყვები და იქაურობას გაეცალა. მას წარმოდგენაც კი არა ჰქონდა, ქალის აბობოქრებულ სულში რა ხდებოდა.
იმავე საღამოს, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. როდესაც ქალმა კარები გააღო, მან ზღურბლზე მდგარი საკუთარი შვილი დაინახა, რომელიც საშინდად გამოიყურებოდა: ძალიან გამხდარი და დასუსტებული იყო, ხოლო ტანთ, რაღაც ძონძები ემოსა.
– დედა, ეს უბრალოდ საოცრებაა, რომ აქ ვარ! მე სახლიდან ერთი მილის დაშორებით ვიყავი, მაგრამ ისე მშიოდა, რომ გონება დავკარგე და ალბათ მოვკვდებოდი, რომ არა მოხუცი კუზიანი, რომელმაც სწორედ იმ დროს, გზაზე ჩამოიატა. მან ჩემდამი ისეთი სიკეთე გამოიჩინა, რომ არა მარტო მომაბრუნა, ერთი მთლიანი კვერიც მომცა და მითხრა, რომ ის ერთადერთი საკვები იყო მისთვის დღის მანძილზე, მაგრამ ნახა, რომ ის მე უფრო მეტად მჭირდება, ვიდრე მას.
როდესაც დედამ ეს სიტყვები მოისმინა, ფერი დაკარგა და კარეებს მიეყრდნო, რომ ძირს არ დაცემულიყო. მან ის კვერი გაიხსენა დილით საწამლავი რომ დაუმატა და შემდეგ დაწვა. ასე რომ არ მოქცეულიყო, მისი საკუთარი შვილი მოკვდებოდა! სწორედ მაშინ მიხვდა ქალი სიტყვების არსი: «ბოროტება, რომელსაც სჩადიხართ, თქვენთან რჩება, ხოლო სიკეთე – უკან გიბრუნდებათ»!

image

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

imageimage

0
568
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0