x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ეფექტური საშუალება ფეხის ქუსლებიდან ნახეთქების, კოჟრების და სოკოს მოსაცილებლად

image

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ფეხის ქუსლისთვის, ნახეთქების გაჩენა არის, რომლის მოცილება საკმაოდ რთულია. რას აღარ აკეთებენ ქალბატონები, რომ ფეხის ქუსლს ჩვეული სიპრიალე დაუბრუნონ.


image
უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ნახეთქები ქუსლებზე კანის სიმშრალის გამო ვითარდება და პირველ ეტაპზე, ვიდრე ამ პრობლემის წინაშე დგება ადამიანე, ფეხის ქუსლზე ყვითელ-მოყავისფრო გაუხეშებული კანი ჩნდება. საწყის ეტაპზე, ასევე, შეიძლება აქერცლილი და გაუხეშებული კანიც გაჩნდეს.
გახსოვდეთ, რომ მშრალი ქუსლები მხოლოდ ტენის ნაკლებობით არ არის გამოწვეული. ძალიან ხშირად, ნახეთქები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს. აღნიშნული სიმპტომი ისეთ დაავადებებს უკავშირდება, როგორებიც არის: ეკზემა, ფსორიოზი, კოჟრები, დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ქუსლების მდგომარეობას და ვიდრე ქვემოთ მოცემულ რეცეპტს გამოიყენებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!
ქუსლების ნახეთქების გარდა, ეს საშუალება ძალიან ეფექტურ შედეგს იძლევა კოჟრების მკურნალობის დროსაც.

ინგრედიენტები:


* 10 აბი ასპირინი

* 250 მლ. 70% სამედიცინო სპირტი


მომზადება და გამოყენების წესები:


I. დაფხვენით ასპირინი, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და დაასხით სპირტი.


II. გააჩერეთ ხსნარი 2 დღე, რომ ასპირინი კარგად გაიხსნას სპირტში.

imageამის შემდეგ, ყოველ საღამოს შეაჯანჯღარეთ ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი ან ბინტი.

სველი ტამპონი დაიდეთ ქუსლზე და ზემოდან გადააკარით სამზარეულოს აპკი, ჩაიცვით წინდები და ტამპონი გაიჩერეთ მთელი ღამე.


image


დილით ფეხებზე წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი გადაისვით. კრემის წასმის წინ, შეგიძლიათ პემზით ან სპეციალური ქუსლის ქლიბით მოიხეხოთ ქუსლები, იმისთვის რომ კრემის შეწოვა უკეთესად მოხდეს.


ასპირინით შეიძლება სამკურნალო ნიღბის დამზადებაც: 10 აბ დაფხვნილ ასპირინს შეურიოთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი.

მოხმარების წესი კი ასეთია:

დღეში ერთხელ,

I. ფეხები დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ;

II. დაიტანეთ სამკურნალო ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი;

III. დიდი რაოდენობით თბილი წყლით მოიცილეთ ნიღაბი.

IV. პემზის წრიული მოძრაობით მოიხეხეთ ქუსლები და ისევ დაიბანეთ ფეხები.

V. წაისვით დამატენიანებელი კრმი.


image


ნიღბის გამოყენება შეიძლება როგორც ნახეთქების და კოჟრების სამკურნალოდ, ისე სოკოს არსებობის შემთზვევაშ.

image


0
1689
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0