x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
27 წლის ქალი ცოლად გაჰყვა 64 წლის უკრაინელ მანიაკს და გოგონა გაუჩინა, იმედია გოგონას მამის გენები არ გამოჰყვება

image არცთუ დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა რუსეთის, იაროსლავის ოლქში მცხოვრები 27 წლის რუსი ქალბატონი, რომელიც ციხეში მუდმივ პატიმრობა მისჯილ უკრაინელ სერიულ მკვლელ–მანიაკს 64 სერგეი ტკაჩს გაჰყვა ცოლად.
განხილვა კი გამოიწვია მანიაკის ახალგაზრდა მეუღლის მიერ გოგონას გაჩენამ, რომელიც ელენას მანიაკ ქმართან ციხეში შეხვედრისას ჩაესახა.
ელენა ფსიქიურად სრულფასოვანი ადამიანია "სუფთა" წარსულით, უმაღლესი განათლებითაა და გათხოვების მომენტში მეორე უმაღლეს განათლებას იღებდა. რასაც ვერ ვიტყვით მის ქმარზე, რომელიც ბრალდებულია 47 ადამიანის მკვლელობაში.
სერგეი ტკაჩი ჟიტომირის ციხეში იხდის მუდმივ სასჯელს, ელენამ ტელეარხ "1+1" მისცა ინტერვიუ, რითაც შოკში ჩააგდო არხის მაყურებლები. ელენემ ინტერვიუში განაცხადა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანს (იგულისხმება მისი მანიაკი ქმარი) ბევრად ადრე არ შევხვდი, მის ციხეში მოხვედრამდე–მე მას ყველანაირად დავეხმარებოდი მის საქმიანობაში და ყველანაირად შევუწყობდი ხელს".
ელენას თქმით მან შეგნებულად მისცა ინტერვიუ, რათა სხვა ქალებმა იცოდნენ თუ რა "საფრთხეს" წარმოადგენს ის მის ქმართან მიახლოების მსურველი ქალებისათვის (ვინ მიეკარება 47 ქალის და გოგონას გაუპატიურებაში და მკვლელობაში ბრალდებულ მანიაკს).
"მე ეჭვიანი ვარ და არავის ვურჩევ მიეკაროს ახლოს ჩემს ქმარს, მე ამის გაკეთებას არავის ვურჩევ"–განაცხადა ელენა ტკაჩმა, რომელიც 6 თვის გოგონას ზრდის.
ელენას ბავშვს უფრო მეტად მისი მშობლები ზრდიან ვიდრე ელენა, რადგან ელენა ხშირად მიდის უკრაინაში ჟიტომირის ციხეში მის მოსანახულებლად.
თავად სერგეი ტკაჩი წარმოშობით რუსეთიდანაა–კემეროვოს ოლქიდან, საიდანაც "გადაბარგდა" უკრაინაში.
ელენა ინტერვიუში მოჰყვა ასევე თუ როგორ გაიცნო მომავალი ქმარი. მისი თქმით მან ერთერთ რუსულ არხზე ნახა სპეციალური რეპორტაჟი მანიაკზე, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. ის 7 წელი ეძებდა სერგეის ადგილსამყოფელს და როგორც კი გაიგო, რომ სერგეი ჟიტომირის მკაცრი რეჟიმის ციხეში იყო პატიმრად, წერილების გაგზავნა დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი თავად გაემგზავრა ჟიტომირში სერგეისთან შესახვედრად.
პირველ შეხვედრაზე ელენა სერგეის ცალკე ოთახში არ შეახვედრეს, მათ მისცეს ნება ესაუბრათ სპეციალური გამყოფი დაჯავშნული მინის მიღმა ტელეფონებით.
მეორე მისვლისას კი მანიაკს და ელენას მისცეს უფლება შეხვედროდნენ ერთმანეთს განცალკევებულ ოთახში, სადაც პირველივე შეხვედრაზე ჩაისახა პატარა ლიზა.
სერგეის წინა სამი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს და ხუთი შვილიშვილი.
imageimageimageimageimage




2
571
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
571
  
2017, 20 სექტემბერი, 16:10
მე უბრალოდ შემეცოდა...
მის გონებაში ჩამახედა ერთი )))))
2017, 20 სექტემბერი, 15:52
კი მინდოდა ჩემი ,,უბადლო,, იუმორით სავსე კომენტარი დამეწერა, მარაააა, რაც გულში ვლანძღე და ვაფურთხე, ისიც ეყოფათ))))
0 1 2