x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჰაკერებმა "სამეფო კარის თამაშების" ვებგვერდი დაავირუსეს!!!!

image
პირატული ვებგვერდების მფლობელები ბოროტმოქმედებს სარეკლამო ადგილებს ყიდიან რის გამოც, მაყურებლის კოპმიუტერი ვირუსდება. ეს ძირითადად ვრცელდება იმ არალეგალურ სტრიმებზე, სადაც "სამეფო კარის თამაშებს" აჩვენებენ. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სერიალს ხშირად იყენებენ პოტენციურ მსხვერპლებზე, რომლებიც თავისი ნებით აძლევენ ჰაკერებს პაროლებსა და საბანკო რეკვიზიტებს, რის შემდეგაც აყენებენ სუბტიტრებსა და ანახლებენ სტრიმებს.
მონიტორინგის სისტემა Muso-ს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით უმრავლესობამ "სამეფო კარის თამაშები", პირატულ ვებგვერდებზე იხილა. ამის გამო, კიბერთავდამსხმელები, აგრძელებენ მილიონების გამომუშავებას და მოპარული მასალის მონეტიზაციას.
მსგავსი თავდასხმები ინტერნეტში ხშირია. ბოროტმოქმედები, რომლებიც მომხმარებლებზე ინფორმაციას აგროვებენ, მავნებელი პროგრამით ანონიმურ ვებგვერდებზე ყიდიან ინფორმაციას მესამე პირებს.
1 აგვისტოს, HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერენ, რომ ჯამში 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. სერიალის ჩვენების თითქმის ყოველ კვირას, ინტერნეტში წინასწარ ვრცელდებოდა როგორც მთლიანი სერია, ასევე სცენარებიც.

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0