x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რომ გადმოდექით და ღლიცინებთ, ყველამ ჩვენს დალაგებულ თუ არეულ ცხოვრებას მივხედოთ– ნინო ლაბარტყავა
მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, გასული წლის 1 იანვარს კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს, ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მიწვეული "ნანუკას შოუში", სადაც თემად კვლავ "სექსი" იყო და ნინო ძველ პოზიციაზე დარჩა– საჯარო სექსი ამორალობაა. დღეს კი გთავაზობთ ნინოს პოსტს, სადაც ის მამა შალვა კეკელიას საკვირაო ქადაგებაზე უარყოფითად გამოხმაურებულ მსმენელს მიმართავს.


image


აქვე შეგახსენებთ, რომ დეკანოზი შალვა კეკელია საკვირაო ქადაგებით მიმართავდა მშობლებს, რომ არასრულწლოვანი შვილების ცხოვრება, ურთიერთობები და სურვილები კონტროლის ქვეშ დაეყენებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ მათი ცდუნება და ცხოვრების არასწორი გზით წასვლა. ქადაგებას კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მსმენელის მხრიდან და გასაკვირი არ არის, რომ მამა შალვას ქადაგება უარყოფითად შეაფასეს.


image



გთავაზობთ ნინოს პოსტს უცვლელად:


"მამა შალვა კეკელიას საკვირაო ქადაგებას რო აბურთავებდნენ აქ ზოგიერთები, არ მქონდა მოსმენილი და ახლა ვნახე.

ხოდა, რა მინდა ვთქვა:
მამა შალვა საუბრობს არასრულწლოვნებზე, რომლებსაც ბუნებრივია, ასეთ ასაკში ჰორმონები განსაკუთრებულად უღიტინებთ. ამბობს, რომ ასეთ პერიოდში სექსი არ შეიძლება, რადგან გაუაზრებლად, მხოლოდ ვნების ხარჯზე ხდება ყველაფერი და წინ არ იყურები, რა იქნება ამის შემდეგ.
იმასაც გასაგებად ამბობს, რატომ არაა მიზანშეწონილი არასრულწლოვნების ერთად გაშვება დასასვენებლად, ან ღამის კლუბში (სადაც ნუ, წესით, ისედაც ვერ უნდა შედიოდნენ 18–წლამდე მიუღწეველი პირები).
რომ გადმოდექით და ღლიცინებთ მის ნათქვამზე აქ უშნოდ, მაინტერესებს: რას ამბობს არასწორს?
როდესაც არასრულწლოვანი სექსუალურ ცხოვრებას იწყებს, ამაში რა არის სწორი და რატომ უნდა იყოს ეს გონებაგახსნილობად მიჩნეული?
მე 31 წლის ვარ, დიდი გოგო ვარ და მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება. ქრისტიანულად თუ მივუდგებით, ძაანაც ცოდვილი ვარ და ერთი ხუთი "შახსეი–ვახსეიც" ვერ მიშველის )) მაგრამ მე გააზრებული მაქვს, რომ დიდი ვარ, ისიც გააზრებული მაქვს, რომ ჩემგან მონაზონი არ (და ვერც) დადგება, ისიც კარგად მომეხსენება, რომ ალბათ, ერთ–ერთი უკანასკნელი ადამიანი ვარ მათ შორის, ვინც საერთოდ მორალს უნდა უკითხავდეს სხვას ასეთ თემაზე.
გულწრფელად ვამბობ ახლა ამას :)
მე უბრალოდ მაქვს კითხვა: რა თქვა მამაომ თავის ქადაგებაში მიუღებელი და დასაცინი?
ვინაა თქვენი ასაგდები?
ყველამ ჩვენს დალაგებულ თუ არეულ პირად ცხოვრებას რომ მივხედოთ, არ ჯობია?
კარგი, ჩვენ გავიზარდეთ, აღარ ვართ 18–წლისები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ და არავის აქვს უფლება, ჩვენს ცხოვრებაში ჩაერიოს.
მაგრამ
როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება, ხომ შეგვიძლია, ვთქვათ – არაა სწორი, როცა თინეიჯერები ნაადრევად იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას?
რა არის ამაში მოსაწონი? ან საამაყო? ან შესაქები?
საკუთარ დიდ, სრულწლოვან ტრაკებს მივხედოთ, მეგობრებო და თუ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა – გავაკეთოთ, ოღონდ ისე, რომ ამით ვინმეს შეგნებულად ზიანი არ მივაყენოთ.
ჩვენ, "ბებრებმა", ჩვენს ვნებებს მივხედოთ და არასრულწლოვნებს ნუ დავუწყებთ ძახილს – უჰ, კი, მერე რა მოხდა, სექსი გინდა? უნდა გქონდეს. აგიჩუჩინდა? მიდი, კაცო, დაიცხრე ვნებები, რა მოხდა მერე?
მოხდა! ძაანაც მოხდა!
18 წლამდე მიუღწეველი პირი რომ ხარ, რომელსაც მაღაზიაში სიგარეტს და ალკოჰოლს არ მოგყიდიან, სექსიც ადრეა შენთვის!
გაიზარდე დიდი და მერე შენი გადასაწყვეტია, რას და როგორ იზამ, ვერავინ ჩაერევა შენს პირად ცხოვრებაში.
ხოდა, ბავშვებო, სანამ გაიზრდებით, მანამდე ჭკვიანად იყავით. რელიგიას რომ თავი დავანებოთ, ანატომიურად და ფსიქოლოგიურადაც არ არის მზად თინეიჯერის ორგანიზმი იმისათვის, რომ სექსი ჰქონდეს, ეს მარტო ფიზიკური კი არა, ფსიქოლოგიური "აქტივობაც" არის და ტელეეკრანზე რომ 18+ს გიწერენ ფილმებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ეთერში არ უნდა უყუროთ, ის არც ცხოვრებაში არ უნდა ქნათ, სანამ თინეიჯერები ხართ
პ.ს. – 12, 13, 14 წლის ბიჭები "დასავაჟკაცებლად" "ბოზებში" რომ მიჰყავთ, ეს ხომ ცალკე პიზდეცია კიდე.
პ.პ.ს. – კდემამოსილი გოგოს პოსტი არაა ეს, ძაან ბევრი მიკლია "კდემამდეც" და "მოსილებამდეც", უბრალოდ ვამბობ იმას, რაც ჩემი აზრით, სათქმელია და ყველამ თავისი წილი მოწოდება უნდა გააკეთოს ამ საკითხზე – არასრულწლოვნებმა სექსუალური ცხოვრება ნაადრევად არ უნდა დაიწყოთ
ჰე, დამცხეთ ახლა"– წერს ნინო ლაბარტყავა.

3
217
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
217
  
2017, 20 სექტემბერი, 13:44
აქ სრულ სიმართლეს ამბობს...
2017, 20 სექტემბერი, 10:35
ჰოო ხატი :))
2017, 20 სექტემბერი, 9:25
ამ შემთხვევაში ძნელია ნინოს არ დავეთანხმო :)
0 1 3