x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამკურნალო ,,თირკმლის ჩაი“ - თქვენი ჯანმრთელობისთვის!
თირკმლის ჩაი-ესაა დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქისებრი მცენარე. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყლორტები ორი-სამი წყვილი ფოთლით. ფოთლების ფერი მონაცრისფრო-მწვანეა, ხოლო ცალკეული ფოთოლი ზემოთა მხრიდან-მუქი იისფერია. “თირკმლის ჩაის“ ინახავენ მშრალ ადგილას, შუშის ან თუნუქის ქილებში.


image


ფოთლები და ყლორტები შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ფლა-

ვონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ლიპიდებს, ორგა-


ნულ მჟავებს-ღვინის, ლიმონის და აგრეთვე ფენოლკაბონის-როზმარი-

ნის მჟავებს.

“თირკმლის ჩაი“ ძირითადად გამოიყენება, როგორც შარდმდენი
საშუალება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები.გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავა-

დების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავთ შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.


image


“თირკმლის ჩაი“ ავადმყოფებმა შეიძლება მიიღონ საგულე გლიკო-

ზიდებთან ერთად სისხლის მიმოქცევის მეორე და მესამე ხარისხის დეკომპენსაციის, აგრეთვე, ჰიპერტონული დაავადების დროს, რომელიც თირკმლის ფუნქციის მოშლითაა გამოწვეული. მას, ვისაც ქრონიკული ქოლეცისტიტი და ნაღვლის კენჭოვანი დაავადება აწუხებს “თირკმლის
ჩაის“ მიღებით უძლიერდება კუჭის წვენის გამოყოფა და ორგანიზმში მატულობს თავისუფალი მარილმჟავის რაოდენობა. “თირკმლის ჩაის“ ხანგრძლივი მიღება თირკმლის დაავადების დროს ძალზე ეფექტურია და ამასთან, უკუჩვენებაც არ აქვს.


ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით
1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დალიეთ ნახევარი ჭიქა ორჯერ დღეში, ჭამამ-

დე ნახევარი საათით ადრე.

0
2335
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
2335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0